'ვკითხულობთ და ვხატავთ"

                                                        ''ვკითხულობთ და ვხატავთ"
'წიგნის სახლი ბახტრიონზე"-ადგილი,სადაც ძალიან გვიყვარს სტუმრობა,რადგან ვიცით იქ გვხვდება საოცრად მყუდრო გარემო ,საყვარელი მასპინძლები რომლებიც ყოველთვის მზად არიან თბილად შეეგებონ   წიგნებთან     სტუმრად მისულ ბავშვებს.

თავდაპირველად ბავშვებმა მოისმინეს ზღაპარი საშობაო თემაზე.შემდეგ იმსჯელეს. გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები,

ყველაზე ხალისიანები იყვნენ ხატვის პროცესში. დახატეს ნაწარმოების გმირები,თვალსაჩინოებების კედელზე დაამაგრეს ნამუშევრები,
ითამაშეს" გამოცნობანა",ბოლოს კი, როგორც წესი, მიუსხდნენ მაგიდას და გემრიელი ორცხობილებითა და ცხელი შოკოლადით  ჩაიტკბარუნეს პირი.




No comments:

Post a Comment