მხიარული სტარტები




ღია გაკვეთილი ბუნებაში








ითვინინგი


ძალიან მიხარია  ამ     დიდი ოჯახის   ერთ-ერთი წევრი რომ ვარ,მოლოდინი მაქვს სიახლეების,მრავალფეროვანი აქტივობების,რომლებსაც ინტერესით გავეცნობი,  გავიცნობ უცხოელ კოლეგებს,ჩემს პატარებს დავაახლოებ უცხოელ თანატოლებთან .







მასწავლებელთა კონფერენცია

როდესაც აკადემიამ  გამოაქვეყნა საკონფერენციო თემების    ჩამონათვალი ,არც მიფიქრია,თუ რას ავირჩევდი,"მშობელთა ჩართულობა"-ეს ჩემთვის,ჩემი სკოლისთვის იმდენად ახლობელია,
გავიცანი ბევრი საინტერესო და გამოცდილი კოლეგა ,მოვისმინე საინტერესო თემები,











სად,როგორ ვიქცევით

მახარებს მშობელთა აქტიური ჩართულობა.ამჯერად კესანეს დედიკო ტატა გვესტუმრა აქტუალურ თემაზე სასაუბროდ.'სად როგორ ვიქცევით" როგორ ვიქცევით    შინ და გარეთ.საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში,როგორ ვექცევით ერთმანეთს,...ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართულნი დისკუსიაში.


ტატამ გაიხსენა ისტორიები საკუთარი ბავშვობიდან   და  სწორი და საჭირო რჩევები მისცა შვილსა და მის მეგობრებს.


განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია პრაქტიკულმა სამუშაომ.ბავშვებმა მოცემულ თემაზე  შექმნილი ანდაზები გაიხსენეს და ჩაწერეს.


ვფიქრობ, ეს დღეც ერთ-ერთი საინტერესო  იქნება ჩემი პატარების   სასკოლო ცხოვრებაში.



ლექსი ჯიბეში


დიდი ხალისი გამოიწვია ამ აქტივობამ.ბავშვებს შევთავაზე დაეწერათ პატარა ფურცელზე   სასურველი ლექსი და სკოლაში მოეტანათ ჯიბეში ჩადებული.ქართულის გაკვეთილს ვიწყებთ ერთ-ერთი ლექსით ,რომელიც სულ მალე თითქმის ყველამ იცის. რამდენჯერმე წაკითხვის შემდეგ ვათავსებთ ლექსს სპეციალურად განკუთვნილ ყუთში.

 ასე გრძელდება კვირის განმავლობაში .პროცესში ჩართულია მთელი კლასი.კვირის ბოლოს გვიგროვდება რამდენიმე ლექსი,რომლის ავტორებიც იციან  და ასევე იციან ყველა ეს ლექსი. 

განსაკუთრებით დიდ მოწონებას იმსახურებს ლექსი მათი ავტორობით.ზოგი ლექსს წერს,ზოგი ანდაზას და ასე აცნობენ კლასს საკუთარ ნაშრომს. 

ერთი სიამოვნებაა მათი თვალების ნახვა,გაბრწყინებული სახეების,როდესაც ვეუბნები,რომ მათი შემოქმედება საოცარია და როდესაც ამ შემოქმედებას კლასი სწავლობს.ამ დროს ისინი არიან საოცრად თავდაჯერებულები,ემატებათ რწმენა და მოტივაცია,იკითხონ ,წერონ...

რაც მთავარია , მოცემულ აქტივობაში უნებურად ჩართულები არიან მშობლები.ბავშვები ლექსს ჩუმად უდებენ დედიკოებს ,რომლებიც "აღმოაჩენენ" საკუთარ ჯიბეში ფურცელს,რომელზედაც შვილის ხელით დაწერილი ,ზოგ შემთხვევაში შვილის საკუთარი ლექსიცაა.
















ქართულის წრე

"გააგორე კამათელი"

ძალიან მოსწონთ ბავშვებს ეს 'თამაში",რომლის დროს შემიძლია დავადგინო მათი ცოდნა სხვადასხვა კუთხით. კარგად მადგება შემაჯამებელი მუშაობისთვის,ვიყენებ წუთშსვენების დროსაც.

კუბის გვერდებზე დავწერე"პუნქტუაცია,გრამატიკა,ლიტერატურა ზოგადი,ორთოგრაფია და მართლწერა.გაგორებული კამათელი რაზეც გაჩერდება,იმ  პუნქტის მიხედვით მცემენ პასუხებს. პროცესი სახალისოა .შეუძლიათ სცადონ რამდენჯერმე .ვინიშნავთ რომელ კითხვაზე გაუჭირდათ პასუხის გაცემა და შემდეგ ვმუშაობთ ამ საკითხებზე.