დასკვნითი ლიტერატურული კაფე

კვლავ ფუსფუსი,მზადება .   ამჯერად .ლადო ასათიანის  შემოქმედებას ვუძღვნით ჩვენს ლიტერატურულ კაფეს. ეს ჩვენი ბოლო კაფეა. ზოგი ლექსს სწავლობს,ზოგი  მის ლექსებზე  დაწერილ სიმღერებს,  ზოგი პოეტის ბიოგრაფიას ეცნობა.მოკლედ ,ყველა ჩართულია .
  ფარფატა,თვალციმციმა  ბარბარემ ,  ,მუდამ პირზე ღიმილით რომ გეგებება იმ ეკატერინემ  და    სანდრო რომ მუდამ თავს დასტრიალებს იმ ეკატერინემ, სკოლის დერეფანში ,იატაკზე დაამაგრეს ჩვენი კლასისკენ მომანიშნებელი  ფერადი ბარათები, ბარათებზე წარწერები დატოვეს"მობრძანდით,გელით!" 
 სანდრო   ჩვენი კლასის ჯელტმენია,,კლასს  ათვალიერებს,რამე ხომ არ გვჭირდება,არაფერი დაგვავიწყდეს ..
ლუკას ისე უყვარს ტკბილეული, თვალს აპარებს  მაგიდისკენ,,ერთი სული აქვს დააგემოვნოს . 
ლიზიკო ვიოლინოს უსინჯავს ხმას   სულ ვფიქრობ , როგორ მოირგებდა ჯულიეტას როლს,.   თვალებბრიალა ნინიკო  ცეკვის ილეთებს იმეორებს.   ტკბილხმიანი "ბულბული" კესანე  ხმადაბლა ღიღინებს,   ჯერ არ იცის მისი ნამღერი როგორ აუჩუყებს გულს სტუმრებს.  დინჯი,საზრიანი  ნიკა და მისი ცელქი მეგობარი  "სანდროები"სულ ერთად რომ უნდათ , ომახიანად იმეორებენ"დაუკარით!"თეკლა და გუგა  ხან კინკალობენ, ხან რიგდებიან ,"ჭკუას არიგებენ ერთიმეორეს",  . იოანე    და მარიამი ჩვეული  სიმშიდითა და  ღიმილით აკვირდებიან კლასელებს,ემილია არ ისვენებს,ახტაჯანააა,არადა,როგორ უხდება ეს ყველაფერი ! ლიზიკოს თვალებში მზის სხივები უთამაშებს.ქეთოს მოშიებია,  დინჯად მირთმევს ბოსტნეულს,ჯანსაღ კვებაზეა. ცქნაფა  გოგონები , ტასუნა და მარიამი ,როგორც ყოველთვის ერთად ჭუჭკუჭებენ და თვალებში ვარსკლვლავები უთამაშებთ, ორივეს  სულ მალე   ახალი სტატუსი ექნება-დაიკოები  გახდებიან ,ვერ მალავენ ამ სიხარულს , მთელი ეს თვეები თითებზე ითვლიდნენ დღეებს.  შავთვალება,მხიარული  ქეთო ხან ერთ მეგობართან მირბის ,ხან -მეორესთან.

რამდენ რამეს მავიწყებს მათი ყურება. მაგრამ  სულ თვალწინ მიდგას მათი პირველი დღეები სკოლაში,პირველი ცრემლები "მუცლის ტკივილის გამო",რამდენი პირველი მახსოვს... მალე   ჩემი მეგობრები მეტყვიან: "პირველად რომ შევედი ამ კლასში"  და   ზუსტად ვიცი,გაგრძელება იქნება:"მივხვდი, როგორ უყვართ ერთმანეთი"  

ძალიან მალე გავიდა  სამი წელი ,არ მეყო მათთან ურთიერთობის განცდები!