ვსწავლობთ ტეხილებსა და მრუდებს






სახალისოა მუშაობა ტეხილებზე და მრუდებზე








ერთი მიზნით ორგანიზებული სამი სამუშაო შეხვედრა


                  ერთი მიზნით ორგანიზებული სამი სამუშაო  შეხვედრა

ორგანიზატორი მასწავლებელი:ლელა ზვიადაური
მიზანი:  მშობელთა ჩართულობით ბავშვის მოტივაციის გაზრდა სწავლის მიმართ.
დაგეგმილი შეხვედრების აქტივობების მიზნები და მისაღწევი შედეგები.
·         ხელი შეუწყოს   მოსწავლეების მოტივაციის გაზრდას,მოსწრების გაუმჯობესებას,   საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებას,თვითშეფასების გაზრდას.
                               
                                     მუშაობის გეგმა
                                     პირველი დღე
                                        24.04 2018
                                     
მიზანი:  .ეროვნული სასწავლო გეგმის ახალი რედაქციის მიხედვით შემუშავებული პროგრამის გაცნობა. ფსიქოლოგების კვლევების განხილვა მოცემულ  თემაზე.
მშობლის როლის განსაზღვრა შვილის სასკოლო ცხოვრებაში. მშობლის ჩართულობით დადებითი შედეგების დადგენა.    კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარება .
                                      
                                     მეორე დღე
                                                  08.05.2018
მიზანი: კოლეგების მიერ წარმოდგენილი აქტივობებისგაცნობა.აქტივობების განსახორცილებლად საჭირო ღონისძიებების  დაგეგმვა.შესაძლო შედეგების განხილვა.
       
                                  მესამე დღე
                                               15.05 2018
   მიზანი:    განხორციელებული აქტივობების შედეგად მიღებული შედეგების გაცნობა-ანალიზი.
ერთი მიზნით ორგანიზებული სამი სამუშაო შეხვედრის რეფლექსია
ორგანიზატორი :ლელა ზვიადაური
მიზანი: მშობელთა ჩართულობით მოსწავლის მოტივაციის გაზრდა სწავლის მიმართ. 

აღნიშნული შეხვედრების მიზანი იყო ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა  კოლეგებისთვის.შეხვედრების მონაწილეები ჩემი პარალელური კლასების პედაგოგები იყვნენ.
წინასწარ დავგეგმე თითოეული სამუშაო შეხვედრის გეგმა.დავსახე  მიზნები და კოლეგებთან შეთანხმებით შევადგინე სამუშაო შეხვედრების განრიგი.შევთანხმდით ,რომ შეხვედრები შედგებოდა 24 04. 2018.  08.05.2018 და 15 05.2018.
                                                I  შეხვედრა
მიზანი:განვიხილეთ ეროვნული სასწავლო გეგმის ახალი რედაქცია,რომლის მიხედვითაც სავალდებულო გახდა დამრიგებლისა და მშობლის რეგულარული კომუნიკაცია. (http://mes.gov.ge/content.php?id=5275&lang=geo)
ვისაუბრეთ ფსიქოლოგების კვლევებზე ,რომელთა დასკვნებითაც მშობლის როლი შეუცვლელია შვილის სასკოლო ცხოვრებაში. მოვიყვანეთ მაგალითები,როგორ შეუძლია მშობლის სწორ და ეფექტურ ჩართულობას შეცვალოს შვილის ქცევა,გააუმჯობესოს მისი აკადემური მოსწრება და დაეხმაროს წარმატების მიღწევაში.
კოლეგებს გავაცანი ჩემი გამოცდილება ამ კუთხით;რა აქტივობებს ვახორციელებ და რა შედეგები მოაქვს ამ აქტივობებს.(კლასის საათების ჩატარება მშობელთა მიერ, საოჯახო გაზეთების გამოცემა და ა.შ.)
http://lelazviadauri71.blogspot.com/2018/03/blog-post_58.html
გადავწყვიტეთ, თითოეული კოლეგა  დაგეგმავდა  გარკვეულ  აქტივობას, რომლის შესახებაც  ვისუბრებდით მომდევნო შეხვედრაზე.

                                               II  შეხვედრა 
მიზანი იყო განგვეხილა კოლეგების მიერ დაგეგმილი აქტივობები და გვემსჯელა მოსალოდნელ  შედეგებზე.
   კოლეგებმა წარმოადგინეს   საკუთარი გეგმები,გაგვაცნეს მიზნები,მოსალოდნელი შედეგები.    თითოეული პედაგოგის მიერ წარმოდგენილი აქტივობა საინტერესო და განსხვავებული იყო. თითოეული აქტივობის მიზანი სწორად იყო ჩამოყალიბებული და ემსახურებოდა მოსწავლის მოტივაციის გაზრდას. განვიხილეთ ყველა აქტივობა და მივეცით ერთმანეთს რეკომენდაციები.




                                                III  შეხვედრა
მიზანი იყო გვესაუბრა კოლეგების მიერ განხორციელებულ აქტივობებზე და შედეგებზე.
კოლეგებმა გააკეთეს პრეზენტაციები მათ მიერ განხორციელებულ აქტივობებზე. ისაუბრეს მიღებულ შედეგებზე.აღნიშნეს,რომ  აღნიშნულ აქტივობებში აქტიურად ჩაერთვნენ მშობლები,ვინაიდან  მათი ჩართულობის მიზანი და შედეგი პედაგოგების მიერ  სწორად იყო დასაბუთებული. მშობლებმა გააცნობიერეს საკუთარი ჩართულობის როლი .ნათლად დაინახეს,რომ მათი და დამრიგებლის რეგულარული,სწორი და ეფექტური კომუნიკაცია ეხმარება მოსწავლეს იყოს წარმატებული და ბედნიერი.
შეხვედრის ბოლოს შევაჯამეთ სამივე შეხვედრა.  გამოვთქვით მოსაზრებები და გამოვიტანეთ დასკვნები.აღვნიშნეთ,რომ სამივე შეხვედრის მიზანს მივაღწიეთ.                                    



                     


ლექსი ჩემს ჯიბეში








ბავშვთა დაცვის დღე







ქართულის წრე















ვქმნით ტექტსს

საწრეო მუშაობა რომ გადავწყვიტე, რა თქმა უნდა ,წინასწარ დავგეგმე ,რას გავაკეთებდით ამ ერთი სემესტრის განმავლობაში. ბავშვების ინტერესი და ინდივიდუალური შესაძლებლობები გავითვალისწინე , გაკვეთილების შემდეგ ერთი ზედმეტი საათის გატარება სკოლაში მათთვის სახალისო და შემეცნებითი რომ  ყოფილიყო. ასე შევადგინეთ სამუშაო პროგრამა,რომელიც მართლაც საინტერესო გამოგვივიდა.ვკითხულობთ უცხო ტექსტებს,ვაანალიზებთ,ვწერთ    ზღაპრებს,მოთხრობებს,ლექსებს...უკვე გვყავს კლასის პოეტები,მეზღაპრეები,მწერლები. მოსწონთ წერის პროცესი,მითუმეტეს,რომ იციან ჩემთვის    მათი ნააზრევი ერთი სტრიქონიც კი   მისაღeბი და მნიშვნელოვანია.

ირჩევენ პერსონაჟებს, თვისებებს,პრობლემებს, წერის დროს ეცინებათ( მასწავლებელო,ისეთ სასაცილო ამბავს ვიგონებო)თავად იღებენ დიდ სიამოვნებას.პრეზენტაციისას კი ამაყები არიან,რადგან კიდევ ერთი ნაშრომის ავტორები გახდნენ.

 ნაბიჯ-ნაბიჯ შედეგისკენ  მივდივართ.უმდიდრებათ ფანტაზია,უვითარდებათ შემოქმედებითი უნარები, აზრის წერილობით გადმოცემის უნარი და რაც მთავარია ,რწმუნდებიან საკუთარ შესაძლებლობებში.


მინდა იყო ბედნიერი


                                                             მინდა იყო ბედნიერი!

ბავშვებისთვის სიხარულის მინიჭება,ყოველდღიური ზრუნვა მათი ბედნიერი და წარმატებული მომავლისთვის -მიზეზი,რის გამოც ვარ პედაგოგი. რაც დრო გადის ,მით უფრო ვრწმუნდები ,რომ პროფესია     სწორად მაქვს არჩეული .ვცხოვრობ  სამყაროში,რომელიც ჩემთვის ყველაზე ფერადია.ამ სამყაროში  ყოფნა    ნიშნავს  სიახლეების ძიებას,   მუდმივ  ფიქრს,როგორ გაულამაზო  პატარა ადამიანებს  სასკოლო  ცხოვრება,რა გააკეთო იმისათვის ,რომ  მათ სკოლაში მოსვლა  უხაროდეს..
როგორც ცნობილია პედაგოგი თავად არის   სკოლაში ყველანაირი სიახლის ინიციატორი, თუმცა კლასის დამრიგებლობა მეტად  მაძლევს საშუალებას ,ბავშვების სასკოლო ცხოვრება მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობებით ,   საკლასო და კლასგარეშე  ღონისძიებებით გავალამაზო; შვილების სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ჩავრთო  მშობლები.
 მათ სწორ და ეფექტურ ჩართულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს . ეს დადებითად ისახება ბავშვების ქცევაზე,მოტივაციაზე სწავლის მიმართ.მშობლისა და მასწავლებლის ურთიერთობა ხელს უწყობს მოსწავლის წარმატებას, ზრდის და აძლიერებს მის თვითშეფასებას. ამიტომ აუცილებელია, ჩამოყალიბდეს კარგი თანამშრომლობითი ურთიერთობა მშობელსა და მასწავლებელს შორის.  მასწავლებელმა ეფექტიანი სტრატეგიების გამოყენებით მშობელი უნდა ჩართოს სასწავლო პროცესში.მთავარია ,მშობელი ენდობოდეს სკოლას,მასწავლებელს და კარგად ჰქონდეს გაცნობიერებული საკუთარი ჩართულობის როლი და მნიშვნელობა შვილის სასკოლო ცხოვრებაში.
ამ მიზნით  კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმას   ვიყენებ:,ხშირი შეხვედრები და საუბრები,შეტყობინებებისა და   მადლობის წერილის გაგზავნა...მშობლებთან     კეთილგანწყობილი    და თანამშრომლობითი  დამოკიდებულება მეხმარება ჩავრთო    ისინი სასკოლო თუ საკლასო ღონისძიებებში.
ჩვენ,პედაგოგებს ,შეგვიძლია მოვიფიქროთ ისეთი აქტივობები,რომელიც მოითხოვს მშობლებისა და შვილების ერთად საქმიანობას. შედეგი ასეთი ერთობლივი საქმიანობისა უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს როგორც მშობელს,ისე შვილს.
გადავწყვიტე გამეკეთებინა პროექტი“საოჯახო გაზეთი“,რომელიც ოჯახური სწავლების ერთ-ერთი ეფექტური   მეთოდია  და ხელს უწყობს  კითხვისა და წერის  უნარების გაუმჯობესებას,ფანტაზიის, შემოქმედებითი უნარების,პრეზენტაბელურობის  განვითარებას..
როდესაც  ჩემს მეორეკლასელებს  საოჯახო გაზეთის გამოცემა შევთავაზე ,ბავშვები  ჯერ  დაიბნენ,შემდეგ მიხვდნენ ,რა უნდა გაეკეთებინათ   და  ვისთან ერთად, დამშვიდდნენ,გამხიარულდნენ. კლასშივე დაიწყეს ფიქრი,რას დაარქმევდნენ საკუთარ საოჯახო გაზეთს. ვინ იქნებოდა სტატიის ავტორი.რა თემებზე დაწერდნენ სტატიებს.. დაიწყო გადამდები ფუსფუსი.



თეკლამ  საოცრად მოკლე დროში მოასწრო გაზეთის გამოცემა.ამაყად წარადგინა კლასის წინაშე საოჯახო გაზეთი,რომელზეც მისი მშობლებისა და დაიკოს ხელით დაწერილი სტატიები იყო განთავსებული.იქვე ხელებიც მიეხატათ,მხოლოდ მამას ხელი ეკლდა-----მაწავლებელო,მამაჩემს იმხელა ხელი აქვს, რომ დადო ფურცელზე სულ დაფარა სტატიები და აღარ დავახატვინეო.
თეკლას გაზეთს სანდროს გაზეთი მოჰყვა.სანდროსას - ქეთოსი,ლიზასი,ნიკასი..თითოეული განსხვავებული თემებით იყო  წარმოდგენილი.
ყოველდილით სახეგაბრწყინებულები მოდიოდნენ  გულზე მიკრული გაზეთებით, გვაცნობდნენ სტატიის ავტორებს:ეს    ანდაზა დედამ დაწერა,ეს გამოცანა მე მოვიფიქრე,ეს  ლექსი მამამ დაწერა- არ დავიძინე ,სანამ არ მოვიდა, იმდენ ხანს ველოდეო,ეს რებუსი    და  კროსვორდი მე და ბაბუმ ერთად შევადგინეთო-სიამაყით წარადგენდნენ  საკუთარ შემოქმედებას. ვისმენდით სხვადასხვა საინტერესო  საინფორმაციო,შემეცნებით, მხატვრულ ტექსტებს,გამოცანებს,ანდაზებს,რებუსებს, რჩევებს, ლოგიკურ ამოცანებს.გაზეთებისთვის  სახელებიც შეერჩიათ.


უკვე მეორე წელია ერთად ვართ და    მეგონა  ყველაფერი ვიცოდი ბავშვების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესახებ .      პროექტის მიმდინარეობისას   აღმოვაჩინეთ,რომ მარიამი    და  ეკატერინე რითმებს ემეგობრებიან. გულისამაჩუყებელი იყო  გოგონების მიერ დაწერილი ლექსები საყვარელ დედაზე , მეგობრობაზე.მარიამისა და ეკატერინეს    ლექსებს მალე ჟურნალის „დილა„რედაქცია გამოსცემს.








მიზანი ამ აქტივობისა მშობლებისა და შვილების ერთობლივი საქმიანობა იყო,  რაც ხელს უწყობს ბავშვებში მრავალხმრივი უნარების განვითარებას,საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებასა და თვითშეფასების ამაღლებას.
ამ მიზნითვე მოვიწვიე    კლასის საათზე  ნიკას და კესანეს დედიკოები   .მათი სტუმრობა ბედნიერების საერთაშორისო დღეს დაემთხვა.





დედებმა შვილებსა და მათ მეგობრებს სწორი და საჭირო რჩევები მისცეს.   ერთად განიხილეს სიტუაციური ამოცანები .   ხალისით  შეასრულეს პრაქტიკული სამუშაოები.,დღის ბოლოს ემოციებით დატვირთულმა დედებმა   აღნიშნეს , რომ ბედნიერები არიან ამ შეხვედრით,კიდევ ერთხელ ირწმუნეს საკუთარი ჩართულობის აუცილებლობა და მნიშვნელობა.
მიხარია,აღნიშნული აქტივობებით სასურველ მიზანს მივაღწიე:ბავშვებს გაეზარდათ მოტივაცია, გაუმჯობესდა მათი კითხვისა და წერის  უნარები,ირწმუნეს საკუთარი შესაძლებლობები,  აუმაღლდათ თვითშეფასება,   გამოირჩევიან პოზიტიური ქცევით ,გახდნენ ლაღები. ეს კი მათი წარმატებული და ბედნიერი მომავლის საწინდარია.


ჩემი პადლეტი

პადლეტი

"ტყის მეგობრები'




                                 
                                          წარმატებული გამოსვლა ზღაპრის ფესტივალზე






მასწავლებელთა კონფერენცი






საინტერესო     სიხალეებით,შთაბეჭდილებებით სავსე ნაყოფიერი 2 დღე ითვინინგის კონფერნციაზე