ბუნების გაკვეთილები

                ბუნების გაკვეთილებზე მრავალფეროვანი რესურსი გამოვიყენეთ





მშობელთა ჩართულობა

ქალბატონი მზია ნინიკოს დედიკოა,რომელმაც დაწვრილებით გვიამბო, როგორ ვიზრუნოთ საყვარელ ოთხფეხა მეგობრებზე .


საუბრები წინასაანბანო და საანბანო სწავლებაზე

ლელამ საკმაოდ საინტერესო აქტივობები გაგვიზიარა











კონფერენცია

                                                                               




                                                                        საკმაოდ ნაყოფიერი დღე

ავტობიოგრაფიები

ხუთშაბათია.მეშვიდე გაკვეთილი.საკლუბო მუშაობის საათი. კლასში სასიამოვნო მელოდია ისმის,

-მასწავლებელო,ამ  მუსიკას გვასმენინებდით მაშინაც, პირველ დღეს.

-აუუ,როგორ მიყვარს ეს მუსიკაა.

-აუწიეთ რა,ლელა  მასწავლებელო!

 ნიკას   ბეთხოვენის მოსმენაც სურს.რა თქმა უნდა , თხოვნას მაშინვე ვუსრულებ.

 წელს მესამე კლასში ვართ,დაგვემატა ორი საგანი და ყოველდღე 6 გაკვეთილი გვაქვს.არც ძნელია,არც იოლი 6 გაკვეთილი      საკლასო ოთახში მერხთან  ამ ასაკის ბავშვებისთვის. არადა,იმდენი რამ მაქვს მოსასწრები,დრო არ მყოფნის.

გეგმები   გაწერილი მაქვს. .მინდა, სანამ ჩემთან არიან (მეოთხედან საგნობრივ სწავლებაზე გადადიან) მოვასწროთ ერთად მუშაობა. 

ვეცადე არაფორმალური გარემო შემექმნა და სახლებიდან მოვატანინე ფაზლები,პატარა ბალიშები.   ეს ყველა ნივთი კლასის ერთ კუთხეში კოხტად გვიწყვია  და საჭირო დროს  თითოეული ნივთი   საკუთარ  პატრონს იხმობს,მოიკალათებენ ზედ ჩემი  ონავრები და  იწყება კითხვისა და მსჯელობის.ხატვისა და წერის, სიმღერის,გააჩნია რა გვაქვს გეგმაში,წუთები. თუმცა ეს ახლა .,უკვე ძალიან აცივდა.თორემ  სანამ სითბო იყო და ამინდი საშუალებას გვაძლევდა   სკოლის  სტადიონზეც გავრბოდით რესურსებით მომარაგებულნი და სიამოვნებით  ვკითხულობდით ხმამაღლა ,ვხატავდით.ვმღეროდით..როლურ თამაშებს ვაწყობდით.

ერთად   ფუსფუსი ძალიან უყვართ. ზრუნავენ ერთიმეორეზე.იცინიან,არ ეშინიათ შეცდომების დაშვების.მსჯელობენ ნაწარმოების ირგვლივ.ხატავენ პერსონაჟებს და ახმოვანებენ გმირებს თამაშობენ ჟურნალისტობანას და გადაცემა"პრომეთენიუსის" საშუალებით ამცნობენ კლასს გვრიტის უბედურებას.სპილოს ამბავს.

დაღლილ ტვინს დახმარება სჭირდება და ამ დღისთვის ,ამ საათისთვის მომარაგებულ ტკბილეულს ვაგემოვნებინებ.უხარიათ,ჟღურტულებენ...

წერითი უნარების განვითარებისთვის სხვადასხვა მეთოდი მოვირგეთ. განსაკუთრებით მოეწონათ ავტობიოგრაფიების წერა. ნაწერს ავტოპორტრეტებიც დაურთეს.ბევრი იცინეს.იხალისეს ,როცა ნამუშევრები კლასს წარუდგინეს.
.
-    ლელა მასწავლებელო,კიდევ გვქონდეს ასეთი გაკვეთილი!-მთხოვს სანდრო

-   გიყვარს ლელა მასწავლებელი?

   - მეც ძალიან!

  -სკოლა მაგარია,არ მინდა სახლში1

მსგავსი წარწერებით აჭრელებენ დაფას.მენანება მათი ბავშვური გულწრფელობით დაწერილი სიტყვების წაშლა.რა კარგია რომ ჯერ წინ გვაქვს მეორე სემესტრი!







 


ასტრიდობა

დილიდანვე საოცარი სურნელი დატრიალდა სკოლის დერეფანში.  სურნელმა მაღლა სართულებამდე ააღწია   და ყველას "ამცნო",რომ მესამეკლასელები ასტრიდობას აღნიშნავდნენ. გოგო-ბიჭების ჩვეული ჟრიამული ისმოდა საკლასო ოთახებში.ქუდები და  ხელთათმანები მოირგეს,წინსაფრები აიფარეს  დ  დაოსტატებული მზარეულებივით დაიწყეს ორცხობილების მზადება.    ცომისგან ჭრიდნენ ვარსკვლავებს,გულებს,დათუნიებს...   ბიჭები არ ჩამორჩნენ გოგონებს  და   ხელებდაკაპიწებული შრომობდნენ, ცდლობდნენ სუფთად ემუშავათ,არ   გამოსდიოდათ-ფქვილში იგუნგლებოდნენ , ლიზიკოს,ეკატერინეს და თეკლას დედიკოებს ორცხობილების ღუმელამდე მიტანა  და ცხობისთვისთვის თვალყურის დევნა დაევალათ. გამომცხვარი ორცხობილები რატომღაც გვიან ცივდებოდნენ .ლუკამ ვერ მოითმინა   და   ცხელი დათუნია პირისაკენ გააქანა.

ცხობის პროცესი დამთავრდა  ნახელავი .ლამაზად დავაწყვეთ .თეფშებზე  და  სტუმრები ,.ჩემი მეექვსეკლასელები ,  მოვიწვიეთ,რომლებმაც ჩემს მესამეკლასელებს საინტერესო აქტივობებით გაულამაზეს  დღე.როგორ უხაროდათ:რა ჭკვიანი ბავშვები გყოლიათ.მასწავლებელო,რამდენი რამ სცოდნიათო.   რა იცოდნენ ,მე როგორღა მიხაროდა  მათი ყურება.

"ჩემში ცხოვრობს ბავშვი,რომელსაც გაზრდა არ უნდა"-ეს სიტყვები დილიდან ამეკვიატა. 






                                               მრავალ ასტროდობას,ბავშვებო!    

"ჩემი ოცნებები"

   თვალები,აციმციმებული და გაბრწყინებული თვალები,შემოგყურებენ და თითოეულ სიტყვას შენც რომ არ გგონია ისე იმახსოვრებენ.''მასწავლებელო, მეორე კლასში რომ ვიყავით   ხომ მითხარით ცხოვრება რთულია .მაგრამ   გაძლიერებსო-მე არ მახსოვს .ზუსტად როდის .ან რატომ ვუთხარი ნიკას ეს სიტყვები.  ალბათ რამე მსგავსი ვუთხარი -ნიკა გულწრფელია,როგორც ყველა მისი  მეგობარი. ოჯახის წევრებზე საუბრისას ლუკამ ტირილი დაიწყო.გული შემეკუმშა,ძლივს ამოთქვა-გარდაცვლილი ბებო გახსენებია.ნიკამ ,,ეგრე მე მამა სულ პატარას გარდამეცვალაო.'' ვუყურებ,ვუსმენ და  ვგრძნობ,  როგორ ესმით ერთიმეორის ამ პატარა ადამიანებს.  მეამაყებიან ,მიყვარს მათი დამოკიდებულება ერთიმეორის მიმართ. მიყვარს მათი სახეების  ცქერა."ჩვენ ხომ თქვენი ოცნებები ვართ"-მეუბნება თეკლა და ყელში ბურთი მეჩხირება.იქ ვარ ,სადაც უნდა ვიყო,ვაკეთებ იმას რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს    ეს ."ჩემი ოცნებების " ბრალია.








ვსწავლობთ ტეხილებსა და მრუდებს






სახალისოა მუშაობა ტეხილებზე და მრუდებზე








ერთი მიზნით ორგანიზებული სამი სამუშაო შეხვედრა


                  ერთი მიზნით ორგანიზებული სამი სამუშაო  შეხვედრა

ორგანიზატორი მასწავლებელი:ლელა ზვიადაური
მიზანი:  მშობელთა ჩართულობით ბავშვის მოტივაციის გაზრდა სწავლის მიმართ.
დაგეგმილი შეხვედრების აქტივობების მიზნები და მისაღწევი შედეგები.
·         ხელი შეუწყოს   მოსწავლეების მოტივაციის გაზრდას,მოსწრების გაუმჯობესებას,   საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებას,თვითშეფასების გაზრდას.
                               
                                     მუშაობის გეგმა
                                     პირველი დღე
                                        24.04 2018
                                     
მიზანი:  .ეროვნული სასწავლო გეგმის ახალი რედაქციის მიხედვით შემუშავებული პროგრამის გაცნობა. ფსიქოლოგების კვლევების განხილვა მოცემულ  თემაზე.
მშობლის როლის განსაზღვრა შვილის სასკოლო ცხოვრებაში. მშობლის ჩართულობით დადებითი შედეგების დადგენა.    კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარება .
                                      
                                     მეორე დღე
                                                  08.05.2018
მიზანი: კოლეგების მიერ წარმოდგენილი აქტივობებისგაცნობა.აქტივობების განსახორცილებლად საჭირო ღონისძიებების  დაგეგმვა.შესაძლო შედეგების განხილვა.
       
                                  მესამე დღე
                                               15.05 2018
   მიზანი:    განხორციელებული აქტივობების შედეგად მიღებული შედეგების გაცნობა-ანალიზი.
ერთი მიზნით ორგანიზებული სამი სამუშაო შეხვედრის რეფლექსია
ორგანიზატორი :ლელა ზვიადაური
მიზანი: მშობელთა ჩართულობით მოსწავლის მოტივაციის გაზრდა სწავლის მიმართ. 

აღნიშნული შეხვედრების მიზანი იყო ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა  კოლეგებისთვის.შეხვედრების მონაწილეები ჩემი პარალელური კლასების პედაგოგები იყვნენ.
წინასწარ დავგეგმე თითოეული სამუშაო შეხვედრის გეგმა.დავსახე  მიზნები და კოლეგებთან შეთანხმებით შევადგინე სამუშაო შეხვედრების განრიგი.შევთანხმდით ,რომ შეხვედრები შედგებოდა 24 04. 2018.  08.05.2018 და 15 05.2018.
                                                I  შეხვედრა
მიზანი:განვიხილეთ ეროვნული სასწავლო გეგმის ახალი რედაქცია,რომლის მიხედვითაც სავალდებულო გახდა დამრიგებლისა და მშობლის რეგულარული კომუნიკაცია. (http://mes.gov.ge/content.php?id=5275&lang=geo)
ვისაუბრეთ ფსიქოლოგების კვლევებზე ,რომელთა დასკვნებითაც მშობლის როლი შეუცვლელია შვილის სასკოლო ცხოვრებაში. მოვიყვანეთ მაგალითები,როგორ შეუძლია მშობლის სწორ და ეფექტურ ჩართულობას შეცვალოს შვილის ქცევა,გააუმჯობესოს მისი აკადემური მოსწრება და დაეხმაროს წარმატების მიღწევაში.
კოლეგებს გავაცანი ჩემი გამოცდილება ამ კუთხით;რა აქტივობებს ვახორციელებ და რა შედეგები მოაქვს ამ აქტივობებს.(კლასის საათების ჩატარება მშობელთა მიერ, საოჯახო გაზეთების გამოცემა და ა.შ.)
http://lelazviadauri71.blogspot.com/2018/03/blog-post_58.html
გადავწყვიტეთ, თითოეული კოლეგა  დაგეგმავდა  გარკვეულ  აქტივობას, რომლის შესახებაც  ვისუბრებდით მომდევნო შეხვედრაზე.

                                               II  შეხვედრა 
მიზანი იყო განგვეხილა კოლეგების მიერ დაგეგმილი აქტივობები და გვემსჯელა მოსალოდნელ  შედეგებზე.
   კოლეგებმა წარმოადგინეს   საკუთარი გეგმები,გაგვაცნეს მიზნები,მოსალოდნელი შედეგები.    თითოეული პედაგოგის მიერ წარმოდგენილი აქტივობა საინტერესო და განსხვავებული იყო. თითოეული აქტივობის მიზანი სწორად იყო ჩამოყალიბებული და ემსახურებოდა მოსწავლის მოტივაციის გაზრდას. განვიხილეთ ყველა აქტივობა და მივეცით ერთმანეთს რეკომენდაციები.




                                                III  შეხვედრა
მიზანი იყო გვესაუბრა კოლეგების მიერ განხორციელებულ აქტივობებზე და შედეგებზე.
კოლეგებმა გააკეთეს პრეზენტაციები მათ მიერ განხორციელებულ აქტივობებზე. ისაუბრეს მიღებულ შედეგებზე.აღნიშნეს,რომ  აღნიშნულ აქტივობებში აქტიურად ჩაერთვნენ მშობლები,ვინაიდან  მათი ჩართულობის მიზანი და შედეგი პედაგოგების მიერ  სწორად იყო დასაბუთებული. მშობლებმა გააცნობიერეს საკუთარი ჩართულობის როლი .ნათლად დაინახეს,რომ მათი და დამრიგებლის რეგულარული,სწორი და ეფექტური კომუნიკაცია ეხმარება მოსწავლეს იყოს წარმატებული და ბედნიერი.
შეხვედრის ბოლოს შევაჯამეთ სამივე შეხვედრა.  გამოვთქვით მოსაზრებები და გამოვიტანეთ დასკვნები.აღვნიშნეთ,რომ სამივე შეხვედრის მიზანს მივაღწიეთ.