"არის მკითხველი მშვენიერ წიგნის და არის მხოლოდ გადამკითხველი"-სასწავლო პროექტი

პროექტის სათაური:“ არის მკითხველი მშვენიერ წიგნის და არის  მხოლოდ გადამკითხველი“
საგანი: ქართული ენა
განმცხადებლის სტატუსი: სერთიფიცირებული,სქემაში ჩართული.
პროექტის ავტორი: ლელა ზვიადაური
სამიზნე ჯგუფი:პირველი კლასი
სკოლის დასახელება:ს პ ს ნუნუ ბეიტრიშვილი“პრომეთე“სკოლა-ლიცეუმი
სკოლის მისამართი:თბილისი,გლდანი-ნაძალადევის რ-ნი
პროექტის ავტორის ტელეფონი: 595 17 11 24  სკოლის ტელეფონი:0322 63 22 68
ელ-ფოსტა:lelazviadauri@gmail.com
პროექტის დაწყების თარიღი: 01.10. 2016   პროექტის დასრულების თარიღი:23 12 2016
პრობლემის აღწერა: მომავალი თაობა დროის უმეტეს ნაწილს ატარებს კომპიუტერთან.მათი დიდი ნაწილი დაინტერესებული,გატაცებულია თანამედროვე ტექნოლოგიების მიღწევებით,რის გამოც ეკარგებათ  წიგნის კითხვის სურვილი.ნაკლებ დროს უთმობენ წიგნთან ურთიერთობას. წიგნიერების დონე მცირდება.
გადავწყვიტე გამეხორციელებინა გარკვეული აქტივობები და ბავშვებისთვის დამენახვებინა,რომ წიგნის კითხვით მიღებული სიამოვნება ვერ შეედრება ტექნოლოგიებთან გატარებულ დროს.
პროექტის მიზანი:მოსწავლეების დაინტერესება წიგნით,ბავშვებში კითხვის სიყვარულის გაღვივება.წიგნიერების დონის გაზრდა. გაცნობიერება,რომ წიგნის კითხვა სასიამოვნო გართობაც  შეიძლება იყოს. კითხვისადმი დადებითი დამოკიდებულების, ფანტაზიის    უნარის , შთაბეჭდილებების გადმოცემისა  და შემოქმედებითი უნარების განვითარება.(ქართ .  I.4.)
პროექტის ამოცანები
1. მონაწილების მიღება  პროექტში „ვკითხულობთ და ვხატავთ“
2. ნაწარმოების შერჩევა,(მასწავლებლის მიერ)წაკითხვა მშობლებთან ერთად,  როლების განაწილება.
3..ნაწარმოების პერსონაჟების დახატვა,დიორამის გაკეთება.
4. ლიტერატურული კაფეს გახსნა.
პროექტის განხორციელების გზები.
1. მოსწავლეები მონაწილეობას  მიიღებენ წიგნის სახლის პროექტში“ვკითხულობთ და ვხატავთ, სადაც მოისმენენ ,წაიკითხავენ(უფროსების დახმარებით) ნაწარმოებს და შთაბეჭდილებებს გადმოსცემენ ნახატების საშუალებით.
2. მოსწავლეები   მშობლებთან ერთად წაიკითხავენ   მასწავლებლის მიერ  შერჩეული ნაწარმოებიდან ერთ კონკრეტულ თავს.
3. გაინაწილებენ (თავიანთი სურვილით) როლებს და ისწავლიან ტექსტებს.
4.  დახატავენ  ნაწარმოებიდან სასურველ პერსონაჟებს და  გამოაკრავენ თვალსაჩინოებების დაფაზე .
5.  მოსწავლეები ერთობლივი ძალებით გააკეთებენ დიორამას.
6 .   23 დეკემბერს  გავხსნით ლიტერატურულ კაფეს,სადაც მოვიწვევთ მშობლებს,მასწავლებლებლებსა და მეგობრებს.ვისაუბრებთ  ნაწარმოების ირგვლივ.ბავშვები წაიკითხავენ გარკვეულ ეპიზოდებს(მშობლების დახმარებით) და წარმოადგენენ ინსცენირების სახით.კითხვის პროცესში ჩართავენ მშობლებსა და მასწავლებლებს.ერთმანეთს გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს.
რესურსი: წიგნები,ფერადი ფანქრები,მუყაოს ფურცლები სახატავი რვეულები,წებო,ინსცენირებისთვის საჭირო რეკვიზიტები(კალათები)
მოსალოდნელი შედეგები:პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში ბავშვებს გაუღვივდებათ წიგნის სიყვარული.გაუჩნდებათ  სურვილი იკითხონ მეტი.მიხვდებიან ,რომ კითხვა შეიძლება სასიამოვნო გართობაც იყოს.გაუმდიდრდებათ. ფანტაზიის უნარი.ისწავლიან მოსმენას,შეძლებენ შთაბეჭდილებების გადმოცემას.პერსონაჟების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას. პროექტში მშობელთა ჩართულობა იქონიებს  მნიშვნელოვან როლს-   პირადი გაკვეთილი მოტივაციას აღძრავს. მონაწილე ბავშვებისთვის    ეს პროექტი იქნება   სტიმულის,ხოლო   მეგობრებისთვის(ვინც დაესწრება)კი მოტივაციის მიმცემი.
მონიტორინგი: პერიოდულად შეხსენება ,კითხულობენ თუ არა შერჩეულ ლიტერატურას მშობლებთან ერთად  და სწავლობენ თუ არა როლებს.
შეფასება: იყო თუ არა საჭირო ამ პროექტის განხორციელება,მოხდა თუ არა ბავშვებში წიგნიერების ამაღლება,წიგნით დაიტერესება,რამდენად  სასიამოვნო იყო ბავშვებისთვის
პროექტში მონაწილეობის მიღება.რას მისცემს მათ ეს პროექტი.




პროექტის სათაური: „არის მკითხველი მშვენიერ წიგნის და არის  მხოლოდ გადამკითხველი“
საგანი :ქართული ენა
განმცხადებლის სტატუსი: სერთიფიცირებული,სქემაში ჩართული.
პროექტის ავტორი: ლელა ზვიადაური
სამიზნე ჯგუფი:პირველი კლასი
სკოლის დასახელება:ს პ ს ნუნუ ბეიტრიშვილი“პრომეთე“სკოლა-ლიცეუმი
სკოლის მისამართი:თბილისი,გლდანი-ნაძალადევის რ-ნი
პროექტის ავტორის ტელეფონი: 595 17 11 24  სკოლის ტელეფონი:0322 63 22 68
ელ-ფოსტა:lelazviadauri@gmail.com
პროექტის დაწყების თარიღი: 01.10. 2016   პროექტის დასრულების თარიღი:23 12 2016
                                            პროექტის რეფლექსია
პროექტი მიზნად ისახავდა ბავშვებში წიგნიერების ამაღლებას,კითხვის შეყვარებას და იმის გაცნობიერებას,რომ კითხვა შეიძლება სასიამოვნო გართობაც იყოს.მშობელთა ჩართულობით ბავშვებში მოტივაციის გაზრდას.
ვთვლი,რომ პროექტი წარმატებით განხორციელდა ,რადგან მივაღწიეთ დასახულ მიზანს.გეგმის შესაბამისად წარიმართა ყველა საჭირო და დაგეგმილი აქტივობა.
1.წიგნის სახლის მიერ განხორციელებულ პროექტში მონაწილეობის მიღებამ ბავშვებში დიდი ინტერესი გამოიწვია.ხალისით ჩაერთვნენ სხვადასხვა აქტივობაში,ინტერაქტივში. გაუჩნდათ სურვილი თავადაც ყოფილიყვნენ მსგავსი ღონისძიების მასპინძლები.
2. წასაკითხად შევარჩიეთ ანე-კატერინე ვესტლის  ნაწარმოები „’დედა,მამა,რვა ბავშვი და საბარგო მანქანა.“
3. წარმოიშვა სირთულე.ვინაიდან  მოსწავლეებმა ამ დროისთვის არ იცოდნენ ყველა ასო-ბგერა.თუმცა ეს პრობლემა სასიამოვნოდ გადაიჭრა -ნაწარმოების კითხვაში ჩავრთეთ მშობლები.
4.ბავშვებმა ისწავლეს როლები და ყოველდღე ხალისით იმეორებდნენ ტექსტებს.
5 დახატეს პერსონაჟები და გააკეთეს დიორამა.
6 .23 დეკემბერს გავხსენით ლიტერატურული კაფე“საუნჯე“ . მოვიწვიეთ მეგობრები,მასწავლებლები და მშობლები.
პროექტის მონაწილეებმა სტუმრებს უჩვენეს საკუთარი ხელით დახატული პერსონაჟები და დიორამა.წაკითხეს ეპიზოდები.კითხვის პროცესში ჩართეს მშობლები და მასწავლებლები  კითხვის შემდეგ ბავშვებმა გაითამაშეს  სცენები.ინსცენირებამ მეტი ხალისი შემატა ამ დღეს.
განსაკუთრებლი სიხარული გამოიწვია სიგელების გადაცემამ.პროექტის ყველა მონაწილე ბავშვს დავუმზადე და გადავეცი სიგელი ,როგორც წიგნის საუკეთესო და მშვენიერ მკითხველს .ეს მათთვის მართლაც დიდი სტიმულის მომცემი აღმოჩნდა.
დღის ბოლოს ბავშვებმაც და მოწვეულმა სტუმრებმაც დააგემოვნეს ჩვენი ლიტერატურული კაფეს ტკბილეული.
ვფიქრობ, პროექტი წარმატებით განვახორციელეთ.დასახულ მიზანს მივაღწიე.ამაზე მეტყველებს ის,რომ  დავინახე მათი წიგნისადმი დამოკიდებულება. კითხვა სასიამოვნო პროცესად ექცათ.
 ბავშვებმა კლასში მოაწყვეს საკლასო ბიბლიოთეკა.მოჰქონდათ წიგნები,უცვლიდნენ ერთმანეთს.შემდეგ მსჯელობდნენ წაკითხულის შესახებ,უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს.ირგებდნენ როლებს.
პროექტმა დამანახა ჩემი ძლიერი და სუსტი მხარე.ძლიერ მხარედ ვთვლი,რომ  პროექტის განხორციელებაში მშობლებიც ჩავრთე.ამავდროულად დავინახე,რომ  უნდა გამეთვალისწინებინა ინდივიდუალური შესაძლებლობები და ისე  გამენაწილებინა როლები,    რასაც   სამომავლოდ     აუცილებლად გავითვალისწინებ.
.



"გული გავუთბოთ მოხუცებს"-სოციალური პროექტი

      პროექტის სათაური: „გული გავუთბოთ მოხუცებს „
განმცხადებლის სტატუსი: სერთიფიცირებული,სქემაში ჩართული.
პროექტის ავტორი: ლელა ზვიადაური
სამიზნე ჯგუფი: მესამე კლასის მოსწავლეები
სკოლის დასახელება:ს პ ს ნუნუ ბეიტრიშვილი“პრომეთე“სკოლა-ლიცეუმი
სკოლის მისამართი:თბილისი,გლდანი-ნაძალადევის რ-ნი
პროექტის ავტორის ტელეფონი: 595 17 11 24  სკოლის ტელეფონი:0322 63 22 68
ელ-ფოსტა:lelazviadauri@gmail.com
პროექტის დაწყების თარიღი: 15.022016   პროექტის დასრულების თარიღი: 13 .06.2016
  პროექტის აღწერა  :  ახალგაზრდა თაობა  ნაკლებ პატივისცემასა და მზრუნველობას იჩენს მოხუცების  მიმართ.ბავშვებს უჭირთ იმის გაცნობიერება ,რომ შეუძლიათ თავიანთი სიტყვითა და საქციელით გამოხატონ დადებითი დამოკიდებულება მოხუცების მიმართ განსაკუთრებით მათ მიმართ ,ვინც მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს.  საჭირო ხდება პიროვნული და მორალური აღზრდის მიმართულებით სხვადასხვა აქტივობის განხორციელება.სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტე ჩვენი კლასის პარალელებთან ერთად ვსტუმრებოდით მოხუცთა პანსიონატს და  გამოგვეხატა ჩვენი დადებითი დამოკიდებულება მათდამი.
პროექტის მიზანი: თავშესაფარში მცხოვრებმა მოხუცებმა იგრძნონ ბავშვებისგან დადებითი დამოკიდებულება.მიიღონ მათგან პატივისცემა,მზრუნველობა.იგრძნონ ,რომ  საჭირონი არიან.ბავშვები კი მიხვდნენ,რომ შეუძლიათ სიხარული მიანიჭონ მოხუცებს. შუძლიათ გაუხანგრძლივონ სიცოცხლე,აგრძნობინონ სიყვარული და გული გაუთბონ ბენეფიციარებს.
პროექტის ამოცანები:
1.ბავშვების მიერ დაწერილი თხზულებების კრებულის გაყიდვა.
2. მიღებული თანხებით    მოხუცებისთის  ტკბილეულის ყიდვა.
3.საკონცერტო ნომრების მომზადება.
4.მოხუცთა თავშესაფარში წასვლა და მათთვის კონცერტის გამართვა.
პროექტის განხორციელებიგზები. მოვაწყობთ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას,სადაც მოვიწვევთ მშობლებს, ახლობლებს ,მასწავლებლებს,მეგობრებს და გავყიდით დირექციის დახმარებით გამოცემულ კრებულს.კრებულში დაბეჭდილია  ბავშვების მიერ დაწერილი თხზულებები.შემოსული თანხით ვიყიდით ტკბილეულს მოხუცებისთვის.მუსიკის მასწავლებლის დახმარებით მოვამზადებთ  მუსიკალურ ნომრებს .წავალთ თემქაზე მდებარე მოხუცთა პანსიონატში.გავმართავთ კონცერტს,გადავცემთ ტკბილეულს და ერთ დღეს გავულამაზებთ მათ.
რესურსი: განსაკუთრებული რესურსის საჭიროება არაა. დაგვჭირდება მხოლოდ  ლეპტოპი .
მოსალოდნელი შედეგები:პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მოხუცებს გავახარებთ სტუმრობით.ვაგრძნობინებთ,რომ  საყვარელი და საჭირო ადამიანები არიან.რომ გვახსოვს და ვცდილობთ შევუმსუბუქოთ მარტოობით გამოწვეული განცდები.გავულამაზებთ ერთ უბრალო დღეს და გავუთბობთ გულებს.
მათთან სტუმრობა ბავშვებისთვისაც დაუვიწყარი იქნება.ისინი დარწმუნდებიან ,რომ შეუძლიათ სიხარული მიანიჭონ თავშესაფარში მცხოვრებ მოხუცებს.გაიაზრებენ ,რომ ყველას სჭირდება  სითბო,ყურადღება,დახმარება,სიყვარული.
მონიტორინგი:     თვალყურის დევნება  და რეკომენდაციების მიცემა საორგანიზაციო საკითხების მოგვარებისას.
შეფასება:რამდენად გამართლებული იყო ამ პროექტის დაგეგმვა და განხორციელდა თუ არა წარმატებით.შევძელით თუ არა წარმატებით შეგვესრულებინა ყველა საჭირო აქტივობა მოცემული პროექტის განსახორცილებლად.როგორ იმოქმედა მოცემული პროექტის განხორციელებამ მოხუცებზე,ბავშვებზე. საჭიროა თუ არა მომავალშიც დავგეგმოთ მსგავსი ღონისძიება.















განმცხადებლის სტატუსი: სერთიფიცირებული,სქემაში ჩართული.
პროექტის ავტორი: ლელა ზვიადაური
სამიზნე ჯგუფი:  მესამე კლასის მოსწავლეები
სკოლის დასახელება:ს პ ს ნუნუ ბეიტრიშვილი“პრომეთე“სკოლა-ლიცეუმი
სკოლის მისამართი:თბილისი,გლდანი-ნაძალადევის რ-ნი
პროექტის ავტორის ტელეფონი: 595 17 11 24  სკოლის ტელეფონი:0322 63 22 68
ელ-ფოსტა:lelazviadauri@gmail.com
პროექტის დაწყების თარიღი: 14.032016   პროექტის დასრულების თარიღი: 13 .06.2016
                              
                                 პროექტის რეფლექსია
პროექტი მიზნად ისახავდა თავშესაფარში მცხოვრები მოხუცების მიმართ დადებითი დამოკიდებულების გამოვლენას,მათ მიმართ მზრუნველობის,პატივისცემის გამოხატვას.გახარებას .
ვთვლი,რომ პროექტი წარმატებით განხორციელდა.ყველა საჭირო აქტივობა ,რაც მქონდა დაგეგმილი შევასრულეთ.
ერთ-ერთ კლასის საათზე გამართული დისკუსია“რა არის სიკეთე“,გახდა საბაბი ,რომ  პარალელურ კლასებთან ერთად დაგვეგეგმა მსგავსი პროექტი.გავმართეთ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა,მოვიწვიეთ მშობლები და მასწავლებლები.გავყიდეთ  მოსწავლეების მიერ დაწერილი თხზულებების კრებულები.მიღებული თანხით შევიძინეთ ტკბილეული.
მოვამზადეთ მუსიკალური ნომრები.წავედით მოხუცთა პანსიონატში და გავმართეთ კონცერტი.
  თავშესაფარში ჩვენმა  სტუმრობამ მოხუცები ძალიან გაახარა.
კონცერტის დაწყებამდე ბავშვებმა მოხუცებს დაუსვეს კითხვები.მოხუცებმა გაიხსენეს  ბავშვობა.მისცეს რჩევები  პატარებს.
დაიწყო კონცერტიც.  აღმოჩნდა,რომ აპარატურა არ იყო სათანადოდ გამართული.რაც ხელს უშლიდა ლეპტოპის ჩართვასა და მუსიკალური ნომრების შესრულებას.ბავშვები ღელავდნენ,თუმცა კონცერტი წარმატებით შედგა, რადგან სწრაფად მოხდა ამ პრობლემის მოგვარება ტექნიკური პერსონალის მიერ.
მოხუცებზე ძალიან იმოქმედა ბავშვების მიერ დადგმულმა და შესრულებულმა ნომრებმა.თვალცრემლიანები  თავადაც მღეროდნენ ბავშვებთან ერთად.
 ერთ-ერთმა მათგანმა ,ბატონმა ვიქტორმა, ჩვენს პატარებს ლექსიც კი მიუძღვნა.
ბავშვებმა დაათვალიერეს   ბატონი შოთას სახელოსნო,რომელიც უკვე რამდენი წელია აქ ცხოვრობს და საყვარელ საქმიანობას არ ივიწყებს.მისმა ნამუშევრებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პატარებზე.
კონცერტის ბოლოს ბავშვებმა მოხუცებს გადასცეს ტკბილეული.
ეს დღე ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო როგორც მოხუცებისთვის ,ისე ბავშვებისთვის.მოხუცებმა დაინახეს დადებითი დამოკიდებულება მათ მიმართ. იგრძნეს ,რომ საჭირონი არიან,რომ ისინი უყვართ ბავშვებს.
ბავშვებმა კი ირწმუნეს ,რომ შესძლებიათ სიკეთის კეთება ,მზრუნველობისა და პატივისცემის  გამოხატვა თავშესაფრის ბენეფიციარების მიმართ.მიხვდნენ რომ შეუძლიათ საკუთარი საქციელით გაუხარონ და გაუთბონ გული ხანდაზმულებს და შეუმსუბუქონ მარტოობით გამოწვეული განცდები.
პროექტს თან ახლავს ფოტო მასალა და ლინკი.



"ჯანსაღი კვება" -პროექტი

პროექტის სათაური: ‘’ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია„
განმცხადებლის სტატუსი: სერთიფიცირებული,სქემაში ჩართული.
პროექტის ავტორი: ლელა ზვიადაური
სამიზნე ჯგუფი:პირველი კლასის მოსწავლეები
სკოლის დასახელება:ს პ ს ნუნუ ბეიტრიშვილი“პრომეთე“სკოლა-ლიცეუმი
სკოლის მისამართი:თბილისი,გლდანი-ნაძალადევის რ-ნი
პროექტის ავტორის ტელეფონი: 595 17 11 24  სკოლის ტელეფონი:0322 63 22 68
ელ-ფოსტა:lelazviadauri@gmail.com
პროექტის დაწყების თარიღი:16 .01..2017          პროექტის დასრულების თარიღი 03.03 2017
პროექტის აღწერა:ჯანსაღი ზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება. ჯ ანსაღი კვება განსაკუთრებით სჭირდებათ ბავშვებს. სამწუხაროდ,  პატარების უმეტესობას უყვარს ისეთი საკვები, რომელიც არაა რეკომენდებული მათი ჯანმრთელობისთვის. ბავშვებს არ აქვთ სათანადო ცოდნა იმის შესახებ,თუ რაოდენ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათ ინტელექტუალურ განვითარებაზე ჯანსაღი კვება, რამდენად იზრდება მათი ფიზიკური აქტივობა,კონცენტრირების უნარი ჯანსაღი საკვები პროდუქტის მიღებისას. 
გადავწყვიტე გარკვეული აქტივობების განხორციელება,რომელიც დამეხმარებოდა ბავშვებისთვის მეჩვენებინა ჯანსაღი კვების ნიშვნელობა.
პროექტის მიზანი: ბავშვებმა გაიაზრონ ჯანსაღი კვების მნიშვნელობა. შეიყვარონ   და საკვები რაციონი გაიმდიდრონ  სასარგებლო  პროდუქტით.
პროექტის ამოცანები:
1 გამოკითხვა
2.შეხვედრა პედიატრთან
3 .“სალათების კონკურსი“
პროექტის განხორციელების გზები:
1.       გამოვკითხავ მშობლებსა და ბავშვებს როგორია ბავშვების კვების რაციონი,რა უყვართ,რას მიირთმევენ უფრო ხშირად.იციან თუ არა ,რომ ჯანსაღი კვება ბავშვების ინტელექტუალურ განვითარებაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს.
2. მოვიწვევ პედიატრს, რომელიც   მოსწავლეებს  სათანადო რეკომენდაციებს მისცემს ჯანსაღი კვების შესახებ.
ბუნების გაკვეთილზე მოვაწყობთ „სალათების კონკურსს“
რესურსი:სალათების მოსამზადებლად საჭირო ხილი და ბოსტნეული.
მოსალოდნელი შედეგები;    ბავშვები  შეიყვარებენ სასარგებლო პროდუქტს,შეეცდებიან  ხშირად არ მიირთვან სწრაფი კვების ობიექტებში,მიიღებენ საჭირო ინფორმაციას ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე და დარწმუნდებიან მის აუცილებლობაში.
მონიტორინგი:თვალყურის დევნება რას მიირთმევენ სკოლაში შესვენებაზე,ითვალისწინებენ თუ არა საჭირო რეკომენდაციებს..
შეფასება:რამდენად საჭირო იყო ამ ეტაპზე მოცემული პროექტის განხორციელება და გააცნობიერენ თუ არა ჯანსაღი კვების მნიშვნელობას პირველკლასელები.













პროექტის სათაური: ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია„
განმცხადებლის სტატუსი: სერთიფიცირებული,სქემაში ჩართული.
პროექტის ავტორი: ლელა ზვიადაური
სამიზნე ჯგუფი:პირველი კლასის მოსწავლეები
სკოლის დასახელება:ს პ ს ნუნუ ბეიტრიშვილი“პრომეთე“სკოლა-ლიცეუმი
სკოლის მისამართი:თბილისი,გლდანი-ნაძალადევის რ-ნი
პროექტის ავტორის ტელეფონი: 595 17 11 24  სკოლის ტელეფონი:0322 63 22 68
ელ-ფოსტა:lelazviadauri@gmail.com
პროექტის დაწყების თარიღი:16 .01..2017          პროექტის დასრულების თარიღი 03.03 2017

                                                პროექტის რეფლექსია:
პროექტის დასაწყისში ჩატარებული გამოკითხვა დამეხმარა, გამეგო ფლობენ თუ არა საჭირო ინფორმაციას ბავშვები ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე,მიირთმევენ თუ არა საუზმეს ,რას შეიცავს მათი საკვები რაციონი და ა.შ.
როგორც აღმოჩნდა ,ბავშვების უმრავლესობას უყვარს სწრაფი კვების ობიექტებში სიარული.აუზმეს არ მიირთმევენ.მშობლები ცდილობენ,   რომ მათმა შვილებმა იკვებონ სწორად და სასარგებლო პროდუქტებით,თუმცა ვერ ახერხებენ  შვილებს აარიდონ ტკბილეულის,გაზიანი სასმელებისა და ჯანმრთელობისთის არარეკომენდებული პროდუქტის  მიღება .
ბუნების გაკვეთილზე გავმართეთ დისკუსია . ვუჩვენე კვების პირამიდა,.ბავშვებმა დაინახეს თუ რომელი პროდუქტის მიღებაა მათი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი.ვისუბრეთ ხილისა და ბოსტნეულის უპირატესობაზე.ასევე საუზმის აუცილებლობაზე.

პროექტის გაგრძელება იყო შეხვედრა პედიატრთან,რომელმაც ბავშვების მიერ დასმულ ყველა კითხვას ჯანსაღი კვების შესახებ,ამომწურავად უპასუხა.

პროექტი დავასრულეთ „სალათების კონკურსით“,რომელიც მშობლების დახმარებით გავმართეთ.ბავშვებმა თავად მოამზადეს სალათები ხილითა და ბოსტნეულით.გვყავდა ჟიური,რომელმაც თითოეული ჯგუფის მიერ მომზადებული სალათი მოიწონა.
ვფიქრობ,პროექტი წარმატებით განვახორციელეთ.ბავშვებმა გააცნობიერეს ჯანსაღი კვების  მნიშვნელობა.ცდილობენ მიირთვან სასარგებლო პროდუქტი.სურვილი გამოთქვეს კიდევ განვახორციელოთ მსგავსი პროექტები.
სასურველ მიზანსა და შედეგს მივაღწიეთ.პროექტის ძლიერ მხარედ სწორედ ეს მიმაჩნია,თუმცა მინდა აღვნიშნო,რომ  ვინაიდან ამ დღეს გვესწრებოდნენ მშობლები,მათ სურდათ მეტად ჩართულიყვნენ სალათების მზადების პროცესში.იყო ხმაური .
მომავალში გავითვალისწინებ მიღებულ გამოცდილებას და საორგანიზაციო საკითხების დაგეგმვისას მეტ ყურადღებას გამოვიჩენ.
პროექტს თან ერთვის ლინკი.



"წადი ნახე ყარამანი მინდვრად ცისფერ ლურჯას იჭერს"

     ვებ.პორტალი ''კარგი სკოლა''    ჩემი საყვარელი პორტალია.ხშირად "ვსტუმრობ" მას  და ჩემი პატარებისთვის  ვარჩევ ტექსტებსა და სავარაჯიშოებს. ამჯერად ტექსტი შევურჩიე,რომელიც გაგება-გააზრებას მოითხოვს.სათაურად "ცისარტყელა".ვინც ვერ იმახსოვრებს ცისარტყელას ფერების თანმიმდევრობას ,მისთვის "მისწრებაა" ამ ტექსტის წაკითხვა ,ვინაიდან მასში ამოიკითხავს ენის გასატეხს: "ადი ახე არამანი ინდვრად ისფერ ურჯას ჭერს'.ენასაც 'გაიტეხს და თან ფერების თანმიმდევრობასაც იოლად დაიმახსოვრებს.
მას შემდეგ  რაც ტექსტზე იმუშავეს, ბავშვებმა დახატეს ცისარტყელები,გააკეთეს ჩანახატები და დაწერეს  რას ნატრობენ, რას  ოცნებობენ. აი,  რამდენიმე ნამუშევარი .

უცხო ტექსტის გაგება-გააზრება


ვკითხულობთ უცხო ტექსტს ,ტექსტში საუბარია, თუ როგორ , რა მასალების გამოყენებით შეგვიძლია ნაყინის მომზადება, თეორიულ   სამუშაოს   ხალისით  ასრულებენ,რადგან იციან სიურპრიზი   ელოდებათ, ვამზადებთ ნაყინს, ვცვლით ერთ ინგრედიენტს -მარწყვს  და მის ნაცვლად ვიყენებთ კაკაოს. ერთი სული აქვთ,როდის  დააგემოვნებენ საკუთარ ნახელავს,
                                                                                                 



     გემრიელი ჩანს


კითხვის პროცესი





             

გაკვეთილის გეგმა (ქართული ენა და ლიტერატურა) პირველი კლასი

გაკვეთილის თემა
      ირემი
    იგავ-არაკი

ჩატარების დრო



საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა


მასწავლებლის
სახელი გვარი
ლელა ზვიადაური

სწავლების
საფეხური  კლასი
დაწყებითი საფეხური, პირველი კლასი

ორგანიზების ფორმა

ინდივიდუალური

მოსწავლეთა პროფილი
სსსმ მოსწავლე არ მყავს
20          

აქტუალობა
ამ იგავ-არაკის მიხედვით მთავარია მადლიერება.

სასწავლო მიზნები 
·         გაბმულ მეტყველებაზე მუშაობა,
·         კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების განვითარება,
·         სწორი კითხვის ჩვევის დაუფლება,
·         ლექსიკური მარაგის გამდიდრება,


მისაღწევი შედეგები
ქართ.I.2. მოსწავლეს შეუძლია მინიშნებებზე დაყრდნობით გადმოსცეს მოსმენილი ტექსტის შინაარსი.
ქართ.1.3.მოსწავლეს უნდა შეეძლოს მართლმეტყველების ელემენტარული წესების დაცვა
ქართ.I.4.მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს მცირე ზომის ტექსტები,გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.შეაფასოს მოსმენილი(რა მოეწონა ,რა არ მოეწონა,)შეაფასოს პესრსონაჟის საქციელი.

ქართ.I..7.მოსწავლეს შეუძლია სხვის მიერ დაწყებული
კითხვა განაგრძოს სათანადო ადგილიდან.







გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი




  






























































შეჯამება












კლასის ორგანიზება                              (1წთ)
I ფაზა
ფრონტალური კითხვებით წინარე ცოდნის გამოკითხვა,საშინაო სამუშაოს შემოწმება.
·         პროვოცირება 2წთ.
მოსწავლეებს    წავუკითხავ გამოცანას ირემზე.
               “ორ მუსიკალურ ბგერას თუ
                ხმოვანს დავურთავთ თავში,
                იგი ცხოველის სახელად
                 გადაიქცევა მაშინ.“
ამავდროულად ვუჩვენებ ყუთს და მოსწავლეებს ვუსვამ კითხვას, თუ რა შეიძლება იყოს მასში მოთავსებული. ვეუბნები,რომ გამოცანის პასუხი თანხვედრაშია ყუთში მოთავსებულ საგანთან. ბავშვები გამოთქვამენ ვარაუდებს. იმ შემთხვევაში, თუ გაუჭირდათ პასუხის გამოცნობა,
მინიშნებებით მივიყვან სწორ პასუხამდე.
- ის არის გარეული ცხოველი.

-დიდი,მაღალი რქები და გრძელი ,წვრილი ფეხები აქვს.

-ტყის მშვენებას უწოდებენ.

- ყველაზე უწყინარი ცხოველია.

II ფაზა
კითხვა-პასუხი( 5წთ)
მოსწავლეებს ვუჩვენებ ვიდეორგოლსა და სურათებს ირემზე და  ვთხოვ, დაახასიათონ ის გარეგნული ნიშან-თვისებების მიხედვით. შემდეგ ვუსვამ კითხვებს:

-სად ბინადრობს ირემი?

-რა საფრთხე ელის ირემს ტყეში?

 -რა ან ვინ შეიძლება იყოს ირმის მტერი?

-რა ეხმარება ირემს მტრისგან თავის დაღწევაში?
·         პაუზებით კითხვა და მარკირება. 10წთ.

სავარაუდო პასუხების მიღების შემდეგ, მთლიან ტექსტს წავუკითხავ პაუზებით, შემდეგ კი ნაწარმოებს წავაკითხებ კითხვაში კარგად გაწაფულ მოსწავლეს. ამის შემდეგ გამოვიყენებ ჯაჭვურ თხრობას. მარკირების მეთოდით, გზადაგზა ავხსნი ახალ სიტყვებს.

მუსიკალური წუთშესვენება!1წთ.

III ფაზა
·         კითხვა -პასუხი(ტექსტიდან ) 9წთ.
მოსწავლეებს დავეხმარები ტექსტის არგუმენტირებულ გააზრებაში და კლასს მივმართავ შემდეგი კითხვებით:

-რა დაინახა ირემმა წყალში?
-რა მოეწონა ირემს?
-რა დაიწუნა ირემმა?
-რა გახდა ირმის დაღუპვის მიზეზი?
-რას ნანობდა ირემი?
-როგორ აფასებ ირმის საქციელს?
-შეგებრალა ის?რატომ?
-რას შეცვლიდი ამ იგავში?
-რისი თქმა სურს ავტორს?
-რა არის ამ იგავის დედააზრი?

მოსწავლეები იმსჯელებენ ტექსტის ირგვლივ,შეაფასებენ ირმის საქციელს.

გამახვილდება ყურადღება ნაწარმოების  დედააზრზე. ირმის საქციელიდან გამომდინარე, გააკეთებენ დასკვნას,რომ  ცხოვრებაში მთავარი სილამაზე არ არის.მთავარია დავაფასოთ რაც გვაქვს, ვიყოთ მადლიერები.



·         აქტივობა „სიტყვის ბანკი“2წთ.
მოსწავლეები   კალათიდან  ამოიღებენ ბარათებს, რომელზეც წერია საგნის , ასევე საგნის მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვები და მოახდენენ მათ კატეგორიზაციას.
·         აქტივობა“აანთე    შუქნიშანი“2წთ.
         გაკვეთილის ბოლოს, შეჯამების მიზნით, გამოვიყენებ აღნიშნულ აქტივობას.მივმართავ მოსწავლეებს: იყო თუ არა დღევანდელი გაკვეთილი საინტერესო და გასაგები?ვთხოვ, გაუგებარი კითხვების შემთხვევაში, „აანთონ“ წითელი ფერი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი-მწვანე.  



საშინაო სამუშაოს მიცემა
 ტექსტს  მივცემ  წასაკითხად, ხოლო დასაწერად- მოიძიონ და ამოიწერონ ის ადგილი, სადაც ირმის სინანულია აღწერილი. 1წთ.

-
შეფასება

 ყოველი აქტივობის შემდეგ გამოვიყენებ  განმავითარებელ შეფასებას.(2წთ.)

სასწავლო რესურსები
სახელმძღვანელო,კომპიუტერი,ეკრანი,აქტივობის ბარათები.პლაკატი,სურათები.