"არის მკითხველი მშვენიერ წიგნის და არის მხოლოდ გადამკითხველი"-სასწავლო პროექტი

პროექტის სათაური:“ არის მკითხველი მშვენიერ წიგნის და არის  მხოლოდ გადამკითხველი“
საგანი: ქართული ენა
განმცხადებლის სტატუსი: სერთიფიცირებული,სქემაში ჩართული.
პროექტის ავტორი: ლელა ზვიადაური
სამიზნე ჯგუფი:პირველი კლასი
სკოლის დასახელება:ს პ ს ნუნუ ბეიტრიშვილი“პრომეთე“სკოლა-ლიცეუმი
სკოლის მისამართი:თბილისი,გლდანი-ნაძალადევის რ-ნი
პროექტის ავტორის ტელეფონი: 595 17 11 24  სკოლის ტელეფონი:0322 63 22 68
ელ-ფოსტა:lelazviadauri@gmail.com
პროექტის დაწყების თარიღი: 01.10. 2016   პროექტის დასრულების თარიღი:23 12 2016
პრობლემის აღწერა: მომავალი თაობა დროის უმეტეს ნაწილს ატარებს კომპიუტერთან.მათი დიდი ნაწილი დაინტერესებული,გატაცებულია თანამედროვე ტექნოლოგიების მიღწევებით,რის გამოც ეკარგებათ  წიგნის კითხვის სურვილი.ნაკლებ დროს უთმობენ წიგნთან ურთიერთობას. წიგნიერების დონე მცირდება.
გადავწყვიტე გამეხორციელებინა გარკვეული აქტივობები და ბავშვებისთვის დამენახვებინა,რომ წიგნის კითხვით მიღებული სიამოვნება ვერ შეედრება ტექნოლოგიებთან გატარებულ დროს.
პროექტის მიზანი:მოსწავლეების დაინტერესება წიგნით,ბავშვებში კითხვის სიყვარულის გაღვივება.წიგნიერების დონის გაზრდა. გაცნობიერება,რომ წიგნის კითხვა სასიამოვნო გართობაც  შეიძლება იყოს. კითხვისადმი დადებითი დამოკიდებულების, ფანტაზიის    უნარის , შთაბეჭდილებების გადმოცემისა  და შემოქმედებითი უნარების განვითარება.(ქართ .  I.4.)
პროექტის ამოცანები
1. მონაწილების მიღება  პროექტში „ვკითხულობთ და ვხატავთ“
2. ნაწარმოების შერჩევა,(მასწავლებლის მიერ)წაკითხვა მშობლებთან ერთად,  როლების განაწილება.
3..ნაწარმოების პერსონაჟების დახატვა,დიორამის გაკეთება.
4. ლიტერატურული კაფეს გახსნა.
პროექტის განხორციელების გზები.
1. მოსწავლეები მონაწილეობას  მიიღებენ წიგნის სახლის პროექტში“ვკითხულობთ და ვხატავთ, სადაც მოისმენენ ,წაიკითხავენ(უფროსების დახმარებით) ნაწარმოებს და შთაბეჭდილებებს გადმოსცემენ ნახატების საშუალებით.
2. მოსწავლეები   მშობლებთან ერთად წაიკითხავენ   მასწავლებლის მიერ  შერჩეული ნაწარმოებიდან ერთ კონკრეტულ თავს.
3. გაინაწილებენ (თავიანთი სურვილით) როლებს და ისწავლიან ტექსტებს.
4.  დახატავენ  ნაწარმოებიდან სასურველ პერსონაჟებს და  გამოაკრავენ თვალსაჩინოებების დაფაზე .
5.  მოსწავლეები ერთობლივი ძალებით გააკეთებენ დიორამას.
6 .   23 დეკემბერს  გავხსნით ლიტერატურულ კაფეს,სადაც მოვიწვევთ მშობლებს,მასწავლებლებლებსა და მეგობრებს.ვისაუბრებთ  ნაწარმოების ირგვლივ.ბავშვები წაიკითხავენ გარკვეულ ეპიზოდებს(მშობლების დახმარებით) და წარმოადგენენ ინსცენირების სახით.კითხვის პროცესში ჩართავენ მშობლებსა და მასწავლებლებს.ერთმანეთს გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს.
რესურსი: წიგნები,ფერადი ფანქრები,მუყაოს ფურცლები სახატავი რვეულები,წებო,ინსცენირებისთვის საჭირო რეკვიზიტები(კალათები)
მოსალოდნელი შედეგები:პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში ბავშვებს გაუღვივდებათ წიგნის სიყვარული.გაუჩნდებათ  სურვილი იკითხონ მეტი.მიხვდებიან ,რომ კითხვა შეიძლება სასიამოვნო გართობაც იყოს.გაუმდიდრდებათ. ფანტაზიის უნარი.ისწავლიან მოსმენას,შეძლებენ შთაბეჭდილებების გადმოცემას.პერსონაჟების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას. პროექტში მშობელთა ჩართულობა იქონიებს  მნიშვნელოვან როლს-   პირადი გაკვეთილი მოტივაციას აღძრავს. მონაწილე ბავშვებისთვის    ეს პროექტი იქნება   სტიმულის,ხოლო   მეგობრებისთვის(ვინც დაესწრება)კი მოტივაციის მიმცემი.
მონიტორინგი: პერიოდულად შეხსენება ,კითხულობენ თუ არა შერჩეულ ლიტერატურას მშობლებთან ერთად  და სწავლობენ თუ არა როლებს.
შეფასება: იყო თუ არა საჭირო ამ პროექტის განხორციელება,მოხდა თუ არა ბავშვებში წიგნიერების ამაღლება,წიგნით დაიტერესება,რამდენად  სასიამოვნო იყო ბავშვებისთვის
პროექტში მონაწილეობის მიღება.რას მისცემს მათ ეს პროექტი.




პროექტის სათაური: „არის მკითხველი მშვენიერ წიგნის და არის  მხოლოდ გადამკითხველი“
საგანი :ქართული ენა
განმცხადებლის სტატუსი: სერთიფიცირებული,სქემაში ჩართული.
პროექტის ავტორი: ლელა ზვიადაური
სამიზნე ჯგუფი:პირველი კლასი
სკოლის დასახელება:ს პ ს ნუნუ ბეიტრიშვილი“პრომეთე“სკოლა-ლიცეუმი
სკოლის მისამართი:თბილისი,გლდანი-ნაძალადევის რ-ნი
პროექტის ავტორის ტელეფონი: 595 17 11 24  სკოლის ტელეფონი:0322 63 22 68
ელ-ფოსტა:lelazviadauri@gmail.com
პროექტის დაწყების თარიღი: 01.10. 2016   პროექტის დასრულების თარიღი:23 12 2016
                                            პროექტის რეფლექსია
პროექტი მიზნად ისახავდა ბავშვებში წიგნიერების ამაღლებას,კითხვის შეყვარებას და იმის გაცნობიერებას,რომ კითხვა შეიძლება სასიამოვნო გართობაც იყოს.მშობელთა ჩართულობით ბავშვებში მოტივაციის გაზრდას.
ვთვლი,რომ პროექტი წარმატებით განხორციელდა ,რადგან მივაღწიეთ დასახულ მიზანს.გეგმის შესაბამისად წარიმართა ყველა საჭირო და დაგეგმილი აქტივობა.
1.წიგნის სახლის მიერ განხორციელებულ პროექტში მონაწილეობის მიღებამ ბავშვებში დიდი ინტერესი გამოიწვია.ხალისით ჩაერთვნენ სხვადასხვა აქტივობაში,ინტერაქტივში. გაუჩნდათ სურვილი თავადაც ყოფილიყვნენ მსგავსი ღონისძიების მასპინძლები.
2. წასაკითხად შევარჩიეთ ანე-კატერინე ვესტლის  ნაწარმოები „’დედა,მამა,რვა ბავშვი და საბარგო მანქანა.“
3. წარმოიშვა სირთულე.ვინაიდან  მოსწავლეებმა ამ დროისთვის არ იცოდნენ ყველა ასო-ბგერა.თუმცა ეს პრობლემა სასიამოვნოდ გადაიჭრა -ნაწარმოების კითხვაში ჩავრთეთ მშობლები.
4.ბავშვებმა ისწავლეს როლები და ყოველდღე ხალისით იმეორებდნენ ტექსტებს.
5 დახატეს პერსონაჟები და გააკეთეს დიორამა.
6 .23 დეკემბერს გავხსენით ლიტერატურული კაფე“საუნჯე“ . მოვიწვიეთ მეგობრები,მასწავლებლები და მშობლები.
პროექტის მონაწილეებმა სტუმრებს უჩვენეს საკუთარი ხელით დახატული პერსონაჟები და დიორამა.წაკითხეს ეპიზოდები.კითხვის პროცესში ჩართეს მშობლები და მასწავლებლები  კითხვის შემდეგ ბავშვებმა გაითამაშეს  სცენები.ინსცენირებამ მეტი ხალისი შემატა ამ დღეს.
განსაკუთრებლი სიხარული გამოიწვია სიგელების გადაცემამ.პროექტის ყველა მონაწილე ბავშვს დავუმზადე და გადავეცი სიგელი ,როგორც წიგნის საუკეთესო და მშვენიერ მკითხველს .ეს მათთვის მართლაც დიდი სტიმულის მომცემი აღმოჩნდა.
დღის ბოლოს ბავშვებმაც და მოწვეულმა სტუმრებმაც დააგემოვნეს ჩვენი ლიტერატურული კაფეს ტკბილეული.
ვფიქრობ, პროექტი წარმატებით განვახორციელეთ.დასახულ მიზანს მივაღწიე.ამაზე მეტყველებს ის,რომ  დავინახე მათი წიგნისადმი დამოკიდებულება. კითხვა სასიამოვნო პროცესად ექცათ.
 ბავშვებმა კლასში მოაწყვეს საკლასო ბიბლიოთეკა.მოჰქონდათ წიგნები,უცვლიდნენ ერთმანეთს.შემდეგ მსჯელობდნენ წაკითხულის შესახებ,უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს.ირგებდნენ როლებს.
პროექტმა დამანახა ჩემი ძლიერი და სუსტი მხარე.ძლიერ მხარედ ვთვლი,რომ  პროექტის განხორციელებაში მშობლებიც ჩავრთე.ამავდროულად დავინახე,რომ  უნდა გამეთვალისწინებინა ინდივიდუალური შესაძლებლობები და ისე  გამენაწილებინა როლები,    რასაც   სამომავლოდ     აუცილებლად გავითვალისწინებ.
.



No comments:

Post a Comment