სტუმარი სახურავიდან 

რია-რია აუტეხავთ ჩიტებს
( სკოლა-ლიცეუმ პრომეთეს 1-3 კლასი)


პროექტი - "არის მკითხველი მშვენიერ წიგნის და არის მხოლოდ გადამკითხველი“

"არის მკითხველი მშვენიერ წიგნის და არის  მხოლოდ გადამკითხველი“


პროექტი მიზნად ისახავდა ბავშვებში წიგნიერების ამაღლებას,კითხვის შეყვარებას და იმის გაცნობიერებას,რომ კითხვა შეიძლება სასიამოვნო გართობაც იყოს.მშობელთა ჩართულობით ბავშვებში მოტივაციის გაზრდას.
ვთვლი,რომ პროექტი წარმატებით განხორციელდა ,რადგან მივაღწიეთ დასახულ მიზანს.გეგმის შესაბამისად წარიმართა ყველა საჭირო და დაგეგმილი აქტივობა.
1.წიგნის სახლის მიერ განხორციელებულ პროექტში მონაწილეობის მიღებამ ბავშვებში დიდი ინტერესი გამოიწვია.ხალისით ჩაერთვნენ სხვადასხვა აქტივობაში,ინტერაქტივში. გაუჩნდათ სურვილი თავადაც ყოფილიყვნენ მსგავსი ღონისძიების მასპინძლები.
2. წასაკითხად შევარჩიეთ ანე-კატერინე ვესტლის  ნაწარმოები „’დედა,მამა,რვა ბავშვი და საბარგო მანქანა.“
3. წარმოიშვა სირთულე.ვინაიდან  მოსწავლეებმა ამ დროისთვის არ იცოდნენ ყველა ასო-ბგერა.თუმცა ეს პრობლემა სასიამოვნოდ გადაიჭრა -ნაწარმოების კითხვაში ჩავრთეთ მშობლები.
4.ბავშვებმა ისწავლეს როლები და ყოველდღე ხალისით იმეორებდნენ ტექსტებს.
5 დახატეს პერსონაჟები და გააკეთეს დიორამა.
6 .23 დეკემბერს გავხსენით ლიტერატურული კაფე“საუნჯე“ . მოვიწვიეთ მეგობრები,მასწავლებლები და მშობლები.
პროექტის მონაწილეებმა სტუმრებს უჩვენეს საკუთარი ხელით დახატული პერსონაჟები და დიორამა.წაკითხეს ეპიზოდები.კითხვის პროცესში ჩართეს მშობლები და მასწავლებლები  კითხვის შემდეგ ბავშვებმა გაითამაშეს  სცენები.ინსცენირებამ მეტი ხალისი შემატა ამ დღეს.
განსაკუთრებლი სიხარული გამოიწვია სიგელების გადაცემამ.პროექტის ყველა მონაწილე ბავშვს დავუმზადე და გადავეცი სიგელი ,როგორც წიგნის საუკეთესო და მშვენიერ მკითხველს .ეს მათთვის მართლაც დიდი სტიმულის მომცემი აღმოჩნდა.
დღის ბოლოს ბავშვებმაც და მოწვეულმა სტუმრებმაც დააგემოვნეს ჩვენი ლიტერატურული კაფეს ტკბილეული.
ვფიქრობ, პროექტი წარმატებით განვახორციელეთ.დასახულ მიზანს მივაღწიე.ამაზე მეტყველებს ის,რომ  დავინახე მათი წიგნისადმი დამოკიდებულება. კითხვა სასიამოვნო პროცესად ექცათ.
 ბავშვებმა კლასში მოაწყვეს საკლასო ბიბლიოთეკა.მოჰქონდათ წიგნები,უცვლიდნენ ერთმანეთს.შემდეგ მსჯელობდნენ წაკითხულის შესახებ,უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს.ირგებდნენ როლებს.





პროექტი - "ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია„

 ‘’ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია„


პროექტის დასაწყისში ჩატარებული გამოკითხვა დამეხმარა, გამეგო ფლობენ თუ არა საჭირო ინფორმაციას ბავშვები ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე,მიირთმევენ თუ არა საუზმეს ,რას შეიცავს მათი საკვები რაციონი და ა.შ.
როგორც აღმოჩნდა ,ბავშვების უმრავლესობას უყვარს სწრაფი კვების ობიექტებში სიარული.აუზმეს არ მიირთმევენ.მშობლები ცდილობენ,   რომ მათმა შვილებმა იკვებონ სწორად და სასარგებლო პროდუქტებით,თუმცა ვერ ახერხებენ  შვილებს აარიდონ ტკბილეულის,გაზიანი სასმელებისა და ჯანმრთელობისთის არარეკომენდებული პროდუქტის  მიღება .
ბუნების გაკვეთილზე გავმართეთ დისკუსია . ვუჩვენე კვების პირამიდა,.ბავშვებმა დაინახეს თუ რომელი პროდუქტის მიღებაა მათი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი.ვისუბრეთ ხილისა და ბოსტნეულის უპირატესობაზე.ასევე საუზმის აუცილებლობაზე.

პროექტის გაგრძელება იყო შეხვედრა პედიატრთან,რომელმაც ბავშვების მიერ დასმულ ყველა კითხვას ჯანსაღი კვების შესახებ,ამომწურავად უპასუხა.

პროექტი დავასრულეთ „სალათების კონკურსით“,რომელიც მშობლების დახმარებით გავმართეთ.ბავშვებმა თავად მოამზადეს სალათები ხილითა და ბოსტნეულით.გვყავდა ჟიური,რომელმაც თითოეული ჯგუფის მიერ მომზადებული სალათი მოიწონა.
ვფიქრობ,პროექტი წარმატებით განვახორციელეთ.ბავშვებმა გააცნობიერეს ჯანსაღი კვების  მნიშვნელობა.ცდილობენ მიირთვან სასარგებლო პროდუქტი.სურვილი გამოთქვეს კიდევ განვახორციელოთ მსგავსი პროექტები.
სასურველ მიზანსა და შედეგს მივაღწიეთ.პროექტის ძლიერ მხარედ სწორედ ეს მიმაჩნია.





საქართველოს ეროვნული მუზეუმში


     ბავშვები საქართველოს ეროვნული მუზეუმში



2017 წლის 2 ივნისს ,    სკოლა-ლიცეუმ

 „პრომეთეს“პირველი კლასის მოსწავლეები ეწვივნენ 

საქრთველოს ეროვნულ მუზეუმს პროექტში „ნახე,ანთია

 კერაზე ცეცხლი“ მონაწილეობის მისაღებად.

პროგრამი მიზანი იყო ბავშვებში ინტერესის გაღვიძება 

ქართულ-ეთნოკულტურული მემკვიდრეობის მიმართ.

მუზეუმში     წარმოდგენილი იყო აღმოსვლეთ

 საქართველოში გავრცელებული საცხოვრისის მოდელი,

    მასში    მობინადრე ადამიანთა ყოფა,   გამოყენებითი

 ნივთიერი მასალა.მოისმინეს ინფორმაციები სტუმარ-

მასპინძლობაზე,კერასა და დედაბოძზე.

ბავშვები დიდი ინტერესით  ისმენდნენ  ისტორიებს 

ქართველთა ყოფა-ცხოვრებიდან.

შეიტყვეს ,როგორ ცხოვრობდნენ ძველად  აღმოსვლეთ 

საქართველოში ,  რა უპირატესობით სარგებლობდნენ 

ოჯახის თავკაცები,როგორ მასპინძლობდნენ სტუმარს.რა

 ხელსაქმე იცოდნენ ქართველმა ქალებმა და ა.შ.

თეორიული ნაწილის შემდეგ მიიღეს მონაწილეობა 

პრაქტიკულ  საქმიანობაში,რომელიც ყველაზე სახალისო 

და საინტერესო აღმოჩნდა ბავშვებისთვის.

სახალისო იყო  ვიქტორინა ,რომელშიც მოსწავლეები 

აქტიურად ჩაერთვნენ.  ყველა მონაწილე ბავშვი სიგელით 

დასაჩუქრდა.






პროექტი - „გული გავუთბოთ მოხუცებს"

გული გავუთბოთ მოხუცებს


პროექტი მიზნად ისახავდა თავშესაფარში მცხოვრები მოხუცების მიმართ დადებითი დამოკიდებულების გამოვლენას,მათ მიმართ მზრუნველობის,პატივისცემის გამოხატვას.გახარებას .
ვთვლი,რომ პროექტი წარმატებით განხორციელდა.ყველა საჭირო აქტივობა ,რაც მქონდა დაგეგმილი შევასრულეთ.
ერთ-ერთ კლასის საათზე გამართული დისკუსია“რა არის სიკეთე“,გახდა საბაბი ,რომ  პარალელურ კლასებთან ერთად დაგვეგეგმა მსგავსი პროექტი.გავმართეთ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა,მოვიწვიეთ მშობლები და მასწავლებლები.გავყიდეთ  მოსწავლეების მიერ დაწერილი თხზულებების კრებულები.მიღებული თანხით შევიძინეთ ტკბილეული.
მოვამზადეთ მუსიკალური ნომრები.წავედით მოხუცთა პანსიონატში და გავმართეთ კონცერტი.
  თავშესაფარში ჩვენმა  სტუმრობამ მოხუცები ძალიან გაახარა.
კონცერტის დაწყებამდე ბავშვებმა მოხუცებს დაუსვეს კითხვები.მოხუცებმა გაიხსენეს  ბავშვობა.მისცეს რჩევები  პატარებს.
დაიწყო კონცერტიც.  აღმოჩნდა,რომ აპარატურა არ იყო სათანადოდ გამართული.რაც ხელს უშლიდა ლეპტოპის ჩართვასა და მუსიკალური ნომრების შესრულებას.ბავშვები ღელავდნენ,თუმცა კონცერტი წარმატებით შედგა, რადგან სწრაფად მოხდა ამ პრობლემის მოგვარება ტექნიკური პერსონალის მიერ.
მოხუცებზე ძალიან იმოქმედა ბავშვების მიერ დადგმულმა და შესრულებულმა ნომრებმა.თვალცრემლიანები  თავადაც მღეროდნენ ბავშვებთან ერთად.
 ერთ-ერთმა მათგანმა ,ბატონმა ვიქტორმა, ჩვენს პატარებს ლექსიც კი მიუძღვნა.
ბავშვებმა დაათვალიერეს   ბატონი შოთას სახელოსნო,რომელიც უკვე რამდენი წელია აქ ცხოვრობს და საყვარელ საქმიანობას არ ივიწყებს.მისმა ნამუშევრებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პატარებზე.
კონცერტის ბოლოს ბავშვებმა მოხუცებს გადასცეს ტკბილეული.
ეს დღე ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო როგორც მოხუცებისთვის ,ისე ბავშვებისთვის.მოხუცებმა დაინახეს დადებითი დამოკიდებულება მათ მიმართ. იგრძნეს ,რომ საჭირონი არიან,რომ ისინი უყვართ ბავშვებს.

ბავშვებმა კი ირწმუნეს ,რომ შესძლებიათ სიკეთის კეთება ,მზრუნველობისა და პატივისცემის  გამოხატვა თავშესაფრის ბენეფიციარების მიმართ.მიხვდნენ რომ შეუძლიათ საკუთარი საქციელით გაუხარონ და გაუთბონ გული ხანდაზმულებს და შეუმსუბუქონ მარტოობით გამოწვეული განცდები.