პროექტი - „გული გავუთბოთ მოხუცებს"

გული გავუთბოთ მოხუცებს


პროექტი მიზნად ისახავდა თავშესაფარში მცხოვრები მოხუცების მიმართ დადებითი დამოკიდებულების გამოვლენას,მათ მიმართ მზრუნველობის,პატივისცემის გამოხატვას.გახარებას .
ვთვლი,რომ პროექტი წარმატებით განხორციელდა.ყველა საჭირო აქტივობა ,რაც მქონდა დაგეგმილი შევასრულეთ.
ერთ-ერთ კლასის საათზე გამართული დისკუსია“რა არის სიკეთე“,გახდა საბაბი ,რომ  პარალელურ კლასებთან ერთად დაგვეგეგმა მსგავსი პროექტი.გავმართეთ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა,მოვიწვიეთ მშობლები და მასწავლებლები.გავყიდეთ  მოსწავლეების მიერ დაწერილი თხზულებების კრებულები.მიღებული თანხით შევიძინეთ ტკბილეული.
მოვამზადეთ მუსიკალური ნომრები.წავედით მოხუცთა პანსიონატში და გავმართეთ კონცერტი.
  თავშესაფარში ჩვენმა  სტუმრობამ მოხუცები ძალიან გაახარა.
კონცერტის დაწყებამდე ბავშვებმა მოხუცებს დაუსვეს კითხვები.მოხუცებმა გაიხსენეს  ბავშვობა.მისცეს რჩევები  პატარებს.
დაიწყო კონცერტიც.  აღმოჩნდა,რომ აპარატურა არ იყო სათანადოდ გამართული.რაც ხელს უშლიდა ლეპტოპის ჩართვასა და მუსიკალური ნომრების შესრულებას.ბავშვები ღელავდნენ,თუმცა კონცერტი წარმატებით შედგა, რადგან სწრაფად მოხდა ამ პრობლემის მოგვარება ტექნიკური პერსონალის მიერ.
მოხუცებზე ძალიან იმოქმედა ბავშვების მიერ დადგმულმა და შესრულებულმა ნომრებმა.თვალცრემლიანები  თავადაც მღეროდნენ ბავშვებთან ერთად.
 ერთ-ერთმა მათგანმა ,ბატონმა ვიქტორმა, ჩვენს პატარებს ლექსიც კი მიუძღვნა.
ბავშვებმა დაათვალიერეს   ბატონი შოთას სახელოსნო,რომელიც უკვე რამდენი წელია აქ ცხოვრობს და საყვარელ საქმიანობას არ ივიწყებს.მისმა ნამუშევრებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პატარებზე.
კონცერტის ბოლოს ბავშვებმა მოხუცებს გადასცეს ტკბილეული.
ეს დღე ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო როგორც მოხუცებისთვის ,ისე ბავშვებისთვის.მოხუცებმა დაინახეს დადებითი დამოკიდებულება მათ მიმართ. იგრძნეს ,რომ საჭირონი არიან,რომ ისინი უყვართ ბავშვებს.

ბავშვებმა კი ირწმუნეს ,რომ შესძლებიათ სიკეთის კეთება ,მზრუნველობისა და პატივისცემის  გამოხატვა თავშესაფრის ბენეფიციარების მიმართ.მიხვდნენ რომ შეუძლიათ საკუთარი საქციელით გაუხარონ და გაუთბონ გული ხანდაზმულებს და შეუმსუბუქონ მარტოობით გამოწვეული განცდები.

No comments:

Post a Comment