პროექტი - "არის მკითხველი მშვენიერ წიგნის და არის მხოლოდ გადამკითხველი“

"არის მკითხველი მშვენიერ წიგნის და არის  მხოლოდ გადამკითხველი“


პროექტი მიზნად ისახავდა ბავშვებში წიგნიერების ამაღლებას,კითხვის შეყვარებას და იმის გაცნობიერებას,რომ კითხვა შეიძლება სასიამოვნო გართობაც იყოს.მშობელთა ჩართულობით ბავშვებში მოტივაციის გაზრდას.
ვთვლი,რომ პროექტი წარმატებით განხორციელდა ,რადგან მივაღწიეთ დასახულ მიზანს.გეგმის შესაბამისად წარიმართა ყველა საჭირო და დაგეგმილი აქტივობა.
1.წიგნის სახლის მიერ განხორციელებულ პროექტში მონაწილეობის მიღებამ ბავშვებში დიდი ინტერესი გამოიწვია.ხალისით ჩაერთვნენ სხვადასხვა აქტივობაში,ინტერაქტივში. გაუჩნდათ სურვილი თავადაც ყოფილიყვნენ მსგავსი ღონისძიების მასპინძლები.
2. წასაკითხად შევარჩიეთ ანე-კატერინე ვესტლის  ნაწარმოები „’დედა,მამა,რვა ბავშვი და საბარგო მანქანა.“
3. წარმოიშვა სირთულე.ვინაიდან  მოსწავლეებმა ამ დროისთვის არ იცოდნენ ყველა ასო-ბგერა.თუმცა ეს პრობლემა სასიამოვნოდ გადაიჭრა -ნაწარმოების კითხვაში ჩავრთეთ მშობლები.
4.ბავშვებმა ისწავლეს როლები და ყოველდღე ხალისით იმეორებდნენ ტექსტებს.
5 დახატეს პერსონაჟები და გააკეთეს დიორამა.
6 .23 დეკემბერს გავხსენით ლიტერატურული კაფე“საუნჯე“ . მოვიწვიეთ მეგობრები,მასწავლებლები და მშობლები.
პროექტის მონაწილეებმა სტუმრებს უჩვენეს საკუთარი ხელით დახატული პერსონაჟები და დიორამა.წაკითხეს ეპიზოდები.კითხვის პროცესში ჩართეს მშობლები და მასწავლებლები  კითხვის შემდეგ ბავშვებმა გაითამაშეს  სცენები.ინსცენირებამ მეტი ხალისი შემატა ამ დღეს.
განსაკუთრებლი სიხარული გამოიწვია სიგელების გადაცემამ.პროექტის ყველა მონაწილე ბავშვს დავუმზადე და გადავეცი სიგელი ,როგორც წიგნის საუკეთესო და მშვენიერ მკითხველს .ეს მათთვის მართლაც დიდი სტიმულის მომცემი აღმოჩნდა.
დღის ბოლოს ბავშვებმაც და მოწვეულმა სტუმრებმაც დააგემოვნეს ჩვენი ლიტერატურული კაფეს ტკბილეული.
ვფიქრობ, პროექტი წარმატებით განვახორციელეთ.დასახულ მიზანს მივაღწიე.ამაზე მეტყველებს ის,რომ  დავინახე მათი წიგნისადმი დამოკიდებულება. კითხვა სასიამოვნო პროცესად ექცათ.
 ბავშვებმა კლასში მოაწყვეს საკლასო ბიბლიოთეკა.მოჰქონდათ წიგნები,უცვლიდნენ ერთმანეთს.შემდეგ მსჯელობდნენ წაკითხულის შესახებ,უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს.ირგებდნენ როლებს.





No comments:

Post a Comment