ლექსი ჯიბეში


დიდი ხალისი გამოიწვია ამ აქტივობამ.ბავშვებს შევთავაზე დაეწერათ პატარა ფურცელზე   სასურველი ლექსი და სკოლაში მოეტანათ ჯიბეში ჩადებული.ქართულის გაკვეთილს ვიწყებთ ერთ-ერთი ლექსით ,რომელიც სულ მალე თითქმის ყველამ იცის. რამდენჯერმე წაკითხვის შემდეგ ვათავსებთ ლექსს სპეციალურად განკუთვნილ ყუთში.

 ასე გრძელდება კვირის განმავლობაში .პროცესში ჩართულია მთელი კლასი.კვირის ბოლოს გვიგროვდება რამდენიმე ლექსი,რომლის ავტორებიც იციან  და ასევე იციან ყველა ეს ლექსი. 

განსაკუთრებით დიდ მოწონებას იმსახურებს ლექსი მათი ავტორობით.ზოგი ლექსს წერს,ზოგი ანდაზას და ასე აცნობენ კლასს საკუთარ ნაშრომს. 

ერთი სიამოვნებაა მათი თვალების ნახვა,გაბრწყინებული სახეების,როდესაც ვეუბნები,რომ მათი შემოქმედება საოცარია და როდესაც ამ შემოქმედებას კლასი სწავლობს.ამ დროს ისინი არიან საოცრად თავდაჯერებულები,ემატებათ რწმენა და მოტივაცია,იკითხონ ,წერონ...

რაც მთავარია , მოცემულ აქტივობაში უნებურად ჩართულები არიან მშობლები.ბავშვები ლექსს ჩუმად უდებენ დედიკოებს ,რომლებიც "აღმოაჩენენ" საკუთარ ჯიბეში ფურცელს,რომელზედაც შვილის ხელით დაწერილი ,ზოგ შემთხვევაში შვილის საკუთარი ლექსიცაა.
















No comments:

Post a Comment