ქართულის წრე -პირველი შეხვედრა

                                                          პირველი შეხვედრა

                                                             31 იანვარი.

წიგნიერების დონის ამაღლების,მსჯელობის,ანალიზის,შემოქმედებითი წერისა და სხვა მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების უკეთ განვითარებაში დამეხმარება ქართულის წრე ,რომლის გახსნაც დიდი ხანია მინდოდა,  მიზნები დასახული გვაქვს და შედეგებიც, ვფიქრობ  შესაბამისი გვექნება.ვიცოდი,სიხარულით შეხვდებოდნენ ამ ამბავს ჩემი მეორეკლასელები,

ჩავატარე გამოკითხვა.რომელიც დამეხმარება საწრეო მუშაობა ისე წარვმართო,რომ ჩემი მიზნები მათ ინტერესებსა  და  ინდივიდუალურ შესაძლებლობებს შეესაბამებოდეს.


წავიკითხავთ სხვადასხვა ჟანრის საბავშვო ნაწარმოებს.ვიმსჯელებთ,ვიმუშავებთ ტექსტების გააზრებაზე,ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე.  სხავადასხვა ტიპის წერითი უნარ-ჩვევების უკეთ დაუფლებაზე,მოვირგებთ როლებს და მოვაწყობთ ინსცენირებებს.

ერთი სიტყვით,წინ  გველოდება საინტერესო შეხვედრები.

No comments:

Post a Comment