კაფე "საუნჯე"

ერთი ძალიან კარგი გოგოს,ლელა კოტორაშვილის, შეგულიანებით  გადავწყვიტე მესინჯა და კაფე გაგვემართა .თაბდაპირველად მეშინოდა. ჯერ საანბანო პერიოდი არ გვქონდა დასრულებული,თუმცა მაინც გავბედეთ და მიხარია რომ გავბედეთ,რადგან ბავშვებმა ისეთი შრომისმოყვარეობა გამოიჩინეს,ისე ჩაერთვნენ მუშაობაში,რომ გამაოცეს.

ჩვენს კაფეს "საუნჯე "დავარქვით.წასაკითხად შევარჩიეთ ანე-კატერინე ვესტლის"დედა,მამა ,რვა ბავშვი და საბარგო მანქანა",ვინც უკვე გაწაფული იყო  კითხვაში მან  თავად წაიკითხა მონიშნული ადგილები,ზოგიერთს უფროსის დახმარებით მოუწია კითხვა.
გადავწყვიტეთ ინსცენირება მოგვეწყო,დავანაწილეთ როლები,

კაფე სასწავლო წლის პირველი სემესტრის ბოლო დღეს გავხსენით.მოვიწვიეთ პედაგოგები,დირექცია.

სტუმრებმა მოიმინეს   სახალისო ამბები    ხელმოკლე,ბედნიერი ოჯახის ცხოვრებაზე.მშობლებმა და პედაგოგებმა წაგვიკითხეს ტექსტიდან საშობაო ამბები ბავშვებმა მოაწყვეს წარმოდგენა .

     როგორც კითხვის მოყვარულებს,ბავშვებს, გადაეცათ სიგელები და საჩუქრები.

ბოლოს კი ყველამ ერთად საგანგებოდ ამ დღისთვის მომზადებული ტკბილეული დაგემოვნა.



















No comments:

Post a Comment