წრიპა ჩარლი

     კლასის საათზე წავიკითხეთ პატარა მოთხრობა "წრიპა ჩარლი". .
ბევრი ვიმსჯელეთ ნიკას საქციელზე. ნიკა ამ მოთხრობის მთავარ გმირს ჰქვია,რომელსაც იმის გამო რომ ტანად დაბალია დასცინიან უფროსკლასელები.ბიჭი ვერ უწევს წინააღმდეგობას მასზე უფროს და მაღალ ბიჭებს.ცდილობს შორს დაიჭიროს მათგან თავი,თუმცა არ გამოსდის,ვინაიდან ერთ სკოლაში სწავლობენ და დასვენებაზე ხვდებიან ერთმანეთს.
 როდესაც  კლასში ახალი მოსწავლე ,გიორგი გადმოდის,რომელიც ნიკაზე უფრო დაბალია,    ნიკა შვებით ამოისუნთქავს,რადგან უფროსლასელებს დაცინვის ახალი ობიექტი ჰყავთ და    მას  თავს ანებებენ.ნიკა რა თქმა უნდა, გახარებულია მას რომ აღარ აწუხებენ პირიქით, დაუმეგობრდა კიდევაც მათ .
 ნიკა განიცდის თავის ახლანდელ მდგომარეობას,ვინაიდან ის მეგობრობს მათთან ვინც ადრე მას ასე ამცირებდა,თავადაც დასცინის გიორგის მიუხედაად იმისა,რომ არ მოსწონს საკუთარი საქციელი.იცის,რომ არ დასცინოს გიორგის უფროსკლასელი ბიჭები ისევ მას აიგდებენ მასხრად,ამავდროულად სურს გაიგოს რა განცდაა როცა სხვას დასცინი.
 ბიჭი შეწუხებულია.აღარ უნდა ასე გაგრძელდეს არადა არც იცის რა ქნას.

                                დღევანდელი ფრაზები -
"ნიკა ,უთხარი დირექტორს ან მანდატურს ან დაუმეგობრდი გიორგის და ერთად დასცინეთ დიდ ბიჭებს"
 -ნიკა,გირჩევ ,დირექტორს უთხრა ეს ამბავი ან სხვა სკოლაში გადადი!"
 -ნიკა,გირჩევ უთხრა იმ დიდ ბიჭებს, რომ გიორგი პატარაა და ნუ დასცინებენ!"
 -მეც დამცინა ერთხელ მეზობელმა და ასე მითხრა" 'ჰა,ჰა,ჰა რა პატარა ხარ!
 ნიკა ნუ დასცინებ გიორგის.შენ ხომ არ მოგწონდა როცა დაგცინოდნენ? !
 ნიკას ვურჩევ სხვა კარგი მეგობრები ჰყავდეს. ნიკას ვურჩევ ყურადღება არ მიაქციოს მათ და ჩემთან იმეგობროს.
 მე ვურჩევ ნიკას,იმეგობროს გიორგისთან და დაარიგოს რომ ყურადღება არ მიაქციონ დიდ ბიჭებს.
   ნიკა გიოს შეუერთდეს და მანდატურსაც უთხრან, მერე ერთად იხალისონ.
 მე არავის დავცინი და არც დავცინებ, რადგან ნუ დასცინი სხვასაოო
 ნიკა ,შენ დაუმეგობრდი გიორგის .დიდ ბიჭებს კი უთხარი,რომ დაცინვა ცუდია .
მეც კი დამცინა ჩემმა კლასელმა, მაგრამ მე მაინც მიყვარს.კი არ დამცინა ,სასაცილო რაღაც ვთქვი და გაიცინა.
კარგად მოიქცნენ და დირექტორი დააჯილდოვებს.
 ნუ მიაქცევენ ყურადღებას და აღარ დასცინებენ .
მეც კი დამცინა ჩემმა პარალელმა -მსუქანი ხარო,მართალია ის ჩემზე სწრაფია ,მაგრამ მე მასზე ძლიერი ვარ!
 მე ჭადრაკზე დამცინა ერთმა ბიჭმა თუ კარგია მეც დავცინებ, მაგრამ არ დავცინებ.
 ნიკას თუ დასცინიან მანაც დასცინოს .
 მე ადრე სხვა კლასში მყავდა კლასელი და მასაც დასცინოდნენ სხვები. მე ვამშვიდებდი და ვეუბნებოდი, არ მიექცია ყურადღება.
 ნიკას ვურჩევ, კარგ მეგობრებთან იმეგობროს. მართალია ჩემთვის არავის დაუცინია,მაგრამ მაინც ვიცი ძალიან ცუდია და ნიკას ვურჩევ, უთხრას მასწავლებელს .

მე ადრე დამცინოდნენ უკბილოს მეძახდნენ და ახლა მათ ჩამოსცვივდა კბილები.
 მეც დამცინოდნენ ადრე ეზოში. მერე სხვა ბავშვი გადმოვიდა და იმასაც დასცინოდნენ და ჩვენ ერთად ვმეგობრობდით და ვეღარ დაგვცინოდნენ"ძალა ერთობაშია"
 -შენ რომ დაგცინოდნენ ხომ არ მოგწონდა,ნიკა?!
ნუ დასცინებ გიორგის ,იმეგობრე გიორგისთან!. .

No comments:

Post a Comment