თამაში"მოკარნახე"

  ჩემი პატარების საყვარელი აქტივობაა"საუკეთესო მოკარნახე"აქტივობის მიზანია წერითი კულტურის გამომუშავება,მხედველობითი მეხსიერების განვითარება,მოტივაციის გაზრდა შეჯიბრის მომენტის შეტანით . 

ჩვენ ამ თამაშს ვთამაშობთ როგორც ე.წ."გაფუჭებული ტელეფონის"პრინციპით ,ასევე ჯგუფების  შეჯიბრით. 

კლასი იყოფა ჯგუფებად ,ჯგუფების რაოდენობის მიხედვით მაქვს გამზადებული ტექსტები   დაფაზე. თითოეულ ჯგუფს ჰყავს "მოკარნახე."

"მოკარნახეები"მიირბენენ ტექსტებთან ,იმახსოვრებენ რაც შეიძლება მეტი მოცულობის ფრაზას,გამოიქცევიან უკან და გასაგებად,სასვენი ნიშნების ,მართლწერის დაცვით კარნახობენ მეგობრებს.

გაიმარჯვებს ის გუნდი,რომელიც ყველაზე ნაკლები შეცდომებით,ლამაზად  დაწერს ტექსტს


.

No comments:

Post a Comment