ამბავი მეგობრობაზე


    იწყება სიმღერით მეგობრობაზე.      



-ქალავ ,გიხდება ქამარი                    
ვერცხლის ღილები წელზედა .
ისე ლამაზად დადიხარ,
ვით წყაროს წყალი ქვებზედა.

  
-ვაჟკაცსა გული რკინისა
აბჯარი თუნდაც ხისაო.
თვალნი ქორებულ მჭვრეტელნი
მუხლები  უნდა მგლისაო.


-მითხარ თუ ჩემი არა ხარ,
სხვაგან გავხდები ღონესა,


წყალს კიდევ დაეძინება
შენ არა ჩემსა მგონესა.


-მომისმინე,გოგოვ ერთი,
(არ მინდა)
-გამომყევი გოგოვ ცოლად,
(არ მინდა)
-სიტყვას გეტყვი გასახარსა,
(არ მინდა)
-ჩემს თავს გოგოვ განაცვალებ,
(არ მინდა)
-ცივ ნიავს არ მოგაკარებ.
(არ მინდა)
გადმოსახლდი ,გოგოვ, ჩვენთან,
(არ მინდა)
-ბედს დამწიე სანატრელსა.
(არ მინდა)
-გავაჩაღებ ქორწილს მალე.
(არ მინდა)
გამახარე გენაცვალე.
(არ მინდა)
გზა მომეცი რას მაწვალებ
ნეტავ ბიჭო რა გინდა?
სიმღერა“ ხმა ამოიღე ფანდურო“
ცეკვა „მთიულური“
რაო?რა ქორწილიო? სად არის  ის ჭკუის კოლოფა მობრძანდეს აქ ერთი ვნახო რა ბიჭია.გამიგია სკოლაში სიარული არ ჰყვარებია   ნეტავ სად წავიდა მერე .სად სწავლობდა ,ან რას სწავლობდა მოვიდეს გამოვცადო,ვნახო როგორი ლოგიკური აზროვნება გააჩნია მერე მელაპარაკოს ქორწილზე.
-კარგი   რა,,მამიკო.ლოგიკური აზროვნება რაღა შუაშია.?
-შუაში კი არა თავშია.აი ,მობრძანდა კიდეც/
-მოგესალმებით დიდად პატივცემულო ბატონო თომა!
-გაგიმარჯოს,თავად პატივცემულო ახალგაზრდავ.
-მე და ქეთევანს ერთმანეთი გვიყვარს,მისი ხელის სათხოვნელად მოვედი.
-შვილო,ჯერ ის მითხარი,სკოლა თუ დაამთავრე ან სად დაამთავრე
რას ბრძანებთ,   სკოლაც დავამთავრე და ევროპაშიც მივიღე უმაღლესი განათლება.
-ეგ კარგია.გამიხარდა, აბა,მაშ,თუ გამოიცნობ ჩემს კითხვას,ჩაგთვლი ჩემი შვილის ღირსად.მამა ენაცვალოს ჩემს ქეთევანს, წარჩინებით დაამთავრა პრომეთე.
მაშ,მომისმინე;     ეს  არც სულიერია ,არც უსულო. არც ყვავილია,არც   ხე.ის ისეთივე ძნელი საპოვნელია როგორც ოთხფოთოლა სამყურა   ბალახი.

-არც სულიერი.არც უსულო.?

-დრო რამდენი მაქვს?( დაღონებულია)

)
-საღამოს 6 საათზე მოხვალ პასუხით


-კარგით. ქეთევან ,არ იჯავრო,მალე დავბრუნდებიიიიიი

-ეს რა მოიგონა ახლა.რა ოთხფოთოლა სამყურა.თუ სამყურაა ოთხი ფოთოლი რანაირად აქვს ან რას უნდა ჰგავდეს.


   სიმღერა „მე საიდუმლოს გულში ვინახავ“
ჩხიკვების დიალოგი ტელეფონით
-ალოოოო
ალოო
-გაიგე რა მომხდარა?
ჩქარა თქვი რა მოხდა?
-რა და, ჩხიკვას ერთ სამტრედეში შეუხედავს და დაუნახავს როგორ გვარიანად აჭმევდნენ მტრედებს.
-მერე ,მერე?
-ამდგარა და ისიც მტრედისფრად შეღებილა ,შეფრენილა სამტრედეში იქნებ მეც მერგოს რამეო.
-უყურე შენ ერთი მაგ მართლა ჩხიკვას,მერე?
-რა მერე?სანამ მტრედი ეგონათ კი აჭმევდნენ და ერთხელ გადაავიწყდა თურმე   მტრედობა და დაუჩხავლია.
-ვაიმეეე, უკვე მივხვდი რაც მოხდებოდა.
--დაუწყიათ მტრედებს წიოკობა და გამოუგდიათ მშიერ-მწყურვალი .თანამოძმეების  ერიდებოდა თურმე ,ფიქრობდა არ მიმიღებენო,მაგრამ შეცდა.შესცოდებიათ თავიანთი მოძმე და შეუფარებიათ მეგობარი.
-ყოჩაღ, მაგათ მეგობრობას .მე კი ისეთი რაღაც შევიტყვე ,ისეთიიი.

-გისმენ ჩქარა ,თორემ  მურაბა დამეწვება.   სულ სათითაოდ ვკენკე ეს ჟოლო და მაყვალი , სად არ ვიფრინე ამის მოსაგროვებად,ზამთრისთვის ვიმარაგებ შარშან ისეთი სურდო მქონდა , კინაღამ ჩვენს დიდ წინაპრებთან გავფრინდი,   მურაბამ გადამარჩინა.

-ამ ჩვენს ზაქარას ქეთევანი შეჰყვარებია, მისულა თომასთან    ქეთევანის ხელის სათხოვნელად ,მაგრამ თომას  დავალება მიუცია ,დადის ახლა ეს ჩვენი ზაქარა და ეძებს ამოცანის პასუხს.  ჩვენი დახმარება სჭირდება ჩვენს მეგობარს რაღაც უნდა ვიღონოთ,და პასუხი ვაპოვნინოთ.
 აუცილებლად დავეხმაროთ,გადავათვალიერებ დიდი ბებოს წიგნებს იქნებ რაღაცას მივაგნო.
  მე    მამიდაჩვენი ყვავის მოტანილ წიგნს ჩავხედავ.
ნეტავ სად დაიკარგება ხოლმე ეს ბიჭი,ალბათ რომელიმე ხეზეა ჩამომჯდარი და ყვაა,ყვაას ჩხავის.
-სად ვიქნები ვზივარ აქ და გელოდები.

-         ძლივს არ ვიპოვე?    სად ხარ, რა ხანია დაგეძებ,ჩამომჯდარხარ და მარტო „ყვა,ყვას“ გაიძახი,   ხმა მაინც გქონდეს


-რა გინდა ,რას გადამეკიდე .ჩემთვის ვარ.

-შენთვის რომ ხარ მაგას ვჩივი.წიწილი შენ ვერ მოგიტაცია,ყველი შენ ვერ მოგიტანია ,სიმღერა შენ ვერ გისწავლია.

-რა ვქნა მინდოდა ერთი ფუმფულა წიწილა მომეყვანა,მაგრამ ისე დამიბრიალა თვალები  მამალმა რომ ,,,

-აააა შეგეშინდა ხო?

-ხო,ხო შემეშინდა

-ყველი რატომ ვერ მოიტანე ?

-,ოოოხ,მომქონდა , სიმღერა მომინდა და გადმომვარდა პირიდან,შემაცდინა იმ ცბიერმა მელამ.
მომძახა:მადლი შენს გამჩენს რა მშვენიერი რამ ხარო ,
ნეტავი შენის ჭვრეტითა ,გამაძღო სწორუპოვარო.


  თავბრუ დაგესხა შენ საწყალს ,სთქვი მართალს ამბობს მელაო
 რატომ არ უნდა ვიმღერო, დაე გაჰკვირდეს ყველაოდავძახე,ჩემი „ყვა,ყვა,ყვაააა „გამვარდა ყველის ნაჭერი
ის მელაკუდამ შესანსლა და მე კი დავრჩი მშიერი.
აი ხომ გეუბნები არაფერში არ ვარგიხარ,     ჭკუა შენ არ გაქვს ხმა და სმენა.
 მშვენიერი  სმენა მაქვს და სხვათაშორის იმასაც კი მოვკარი ყური, ის ჩვენი ზაქარა რომ გამოცანის პასუხს ეძებს.
-ხოდა ,იპოვის რასაც ეძებს,მაგას ისეთი მეგობრები ჰყავს  ჩვენ ვიკითხოთ.თუმცა ჩვენ   ხომ  მეგობრები ვართ მაინც.

-ნამდვილად,ასეა,სულ მეჩხუბები მსაყვედურობ მაგრამ ჩვენ მაინც მეგობრებად  და ვრჩებით.

-წამოდი წავიდეთ და ერთი კარგად ვიყრანტალოთ






სიმღერა
ზაქარა
რა ვქნა ,რა გავაკეთო.ისიც ვერ გამიგია რას ვეძებ,მოდი,წავალ, ყვავილებს ვკითხავ ხომ არ სმენიათ რამე ამ სამყურაზე
ყვავილები
-დამცხა ,დამცხა.მგონი ვკვდები
-ცოტაც გავუძლოთ,-დაო.იმედია წვიმა მალე წამოვა .თუ არადა აქ არ ვარ?რისთვის ვართ მეგობრები ?მე დაგეხმარები,  ცოტა    წყალი კიდევ შემომრჩა ჩემს ეკლებში.

რა მეშველებოდა უშენოდ?  რა კეთილი გული გაქვს .


-მეგობარო, მინდოდა’შენთვის ადრეც მეკითხა
ლამაზს და გულყვითელას თეთრი კაბა მაცვია
შენ ასეთი მკბენარად ღმერთმა რატომ გაქცია?

მეც  კი მინდა რომ ვიყო შენისთანა ლამაზი
მინდა მქომდეს ყვავილი უეკლო და ხალასი.
მაგრამ რა გაეწყობა ბედსაც შევეგუები,
რადგან ყველა მეგობარს ვიცავ, თავზე ვევლები.
-ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ.
უყვარხარ ,ზაქარა უყვარხარ
ეეხ,ქეთევანს კი ვუყვარვარ,მაგრამ მამამისმა ისეთი ამოცანის ამოხსნა დამავალა.ალბათ პასუხს ვერასოდეს ვიპოვნი.თქვენ ხომ არ იცნობთ      ოთხფოთოლა სამყურას? ვერსად   ვპოულობ.
მსგავსი არავინ  ცხოვრობს ამ ადგილებში,არც გამიგია ასეთი არავინ ,წადი ,აქვე ახლოს ირმები ბალახს   ძოვენ,ჰკითხე იქნებ სადმე უნახავთ .იქნებ დაგეხმარონ.
-მადლობა ჩემო კარგებო,მაგრამ სანამ წავალ წყალს მოგიტანთ, ვხედავ სიცხემ ლამისაა სულ გაგახმოთ.
შენ ნამდვილი მეგობარი ხარ ზაქარა!
ახლა ცეკვაც  შეგვიძლია   და   სიმღერაც.




-ალოო,ზაქარა ,რა ქენი მიაგენი პასუხს?
-ჯერ ვერა, ქეთევან, მაგრამ აუცილებლად ვიპოვი.
ლექსი ქეთევანის
ა ის ღრუბელნი მიყვარან,
ბორბალოზე რო დიანო.
ერთი მეორის შაყრასა
ხარობენ, მეელიანო.
შაიყრებიან ერთადა,
მანანას ჩამაჰყრიანო.
რაც უნდა ბევრი ეცადნენ,
ჩვენ ერთურთს ვერ გაგვყრიანო.
დედა ბუ
-აბა,რა გაქვს  ხვალისთვის სასწავლი?
 - რა და,  როგორ ვინადიროთ თაგვებზე.
აბა,გამიმეორე წესები!
- კარგად დავზვერო ,ყველა მხარეს  გავიხედო     ჩემი კაშკაშა  ლამაზი თვალებით და როგორც კი დავინახავ  რომ დაცუცუნებს, ავფრინდე და კლანჭებით ბუდისკენ გამოვაქროლო.
-კარგია,მომწონს. გონიერი მყავხარ .მათემატიკაში ვნახოთ როგორ გაქვს საქმე?
-დედა, დეე,ვერაფრით გავიგე დღეს რომ აგვიხსნა მასწავლებელმა.
-რა აგიხსნათ აბა მითხარი
-2 თაგვს თუ მივუმატეთ 3 თაგვი 5- ია და 3 თაგვს რომ 2 თაგვი მივუმატოთ მაინც ხუთიაო.მიმატების ნაცვლად რომ ეკითხა რამდენი თაგვის შეჭმა შეგიძლიაო ,წამში ვუპასუხებდი.
-რაო?დავიბენი,მოვიდეს მამაშენი და მას ვკითხოთ.


მამა   ბუ
დღისით წიგნებს ვკითხულობ
არ ვშორდები ფუღუროს,
ღამით გარეთ დავფრინავ
ვარსკვლავებს რომ ვუყურო.
რჩევას ვინც მეკითხება
არ ვისტუმრებ უარით.
ჩემზე ასე ამბობენ:
-ბრძენზე ბრძენი ბუ არის.-


დედა ბუ
-სად იყავი  ამდენ ხანს?  დიდხანს იდექი ალბათ რიგში?   ექიმი ვინ იყო? 
  ექიმი ტოროლას ნათლია იყო ,ჭოტი.
-         სულ ტყუილად კი მივფრინდი.ჩემს ლოდინში  ჩასძინებია.დღისით მოდიო,როგორ მივიდე დღისით?
-რა ხდება ქვეყანაზე,რამე ახალი ხომ არ შეგიტყვია?
ახალი ამბავი მოვიტანე ზაქარა დაღონებული დაეძებს გამოცანის პასუხს და ვერ უპოვია.
--მასაც თაგვების შეკრება-გამოკლება აქვს გაკვეთილად?
-მგონი ვიღაც გვესტუმრა.
-შენ ხარ ზაქარა?რა გაგჭირვებია?
-შენზე ამბობენ ბრძენზე ბრძენიაო უნდა დამეხმარო და ოთხფოთოლა სამყურა მომაძებნინო რა არ მინახავს  და მსმენია ,მაგრამ ეგეთი არაფერი .
მოიცა ,ზაქარა,ახლავე     დაგეხმარები.  (ინტერნეტში ეძებს )უი,აქ არაფერი წერია სამყურაზე,
-არ ვიცი,რა ვქნა,ქეთევანი მელოდება,მე კი ჯერ პასუხი ვერ მიპოვია.  წავედი,წავედი.
-რა ეშველება ნეტავ საწყალს?მოდი,გავაგრძელოთ ძებნა, იქნებ დავეხმაროთ !
                                                                                                                                        
-დავეხმაროთ რა,მამიკო!გახსოვთ როგორ მოგვეხმარა თაგვის დაჭერაში?
წამოდი გასადილო,თორემ იმდენს ლაპარაკობ თაგვებზე,მგონი ძალიან მოშიებული ხარ.
 ზაქარაზე ვდარდობ,მამიკო,რომ ვერ იპოვოს რასაც ეძებს,რა ეშველება?
იპოვის შვილო,აუცილებლად იპოვის ,ჩვენც დავეხმაროთ!
-



-         კურდღლები
როგორ გაცივდი ასე,სად ირბინე ყურცქვიტავ?
-    ეეეხ.ბოსტანში ვიყავი,იცი რა გემრიელად გამოიყურებოდნენ სტაფილოები?მეძახდნენ მოდი ყურცქვიტავ შეგვახრამუნეო.
-მერე მერე?
რაც მინდოდა იქვე მივირთვი და ვიფიქრე ცოტას ჩემს მეგობარ ფხიზელას წავუღებ-მეთქი.
შენ კი გენაცვალე ჩემო მეგობარო!
მე იქ ისეთი შიში ვჭამე კინაღამ ისედაც გრძელი ყურები კიდევ უფრო დამიგრძელდა
-რა დაგემართა აღარ იტყვი?
-ბოსტანს თურმე   მურა დარაჯობდა.რომ დამინახა გამოექანა ჩემკენ და ლამის შიშით გული გამისკდა .
-რა კარგია რომ დაუძვერი და გამოექეცი ,რამდენი მტერი გვყავს ჩვენ საწყლებს.ყველა ხომ ჩვენ გვმტრობს.
ასეთ სიცოცხლეს რა აზრი აქვს. ავდგეთ და წყალში გადავხტეთ.

ზაქარა-
-რას შვრებით რას?   არ გრცხვენიათ?მე რომ  არ მინდოდეს სიცოცხლე კიდევ ხო მაგრამ თქვენ რა გადაგიწყვეტიათ?
-შენ რაღას ემდური ბედს?
-რა დაგმართნია ზაქარა?
-ჩემო ყურცქვიტებო.ხომ არსად გინახავთ სამყურა ოთხფოთოლა?
-ეგეთი არაფერი გაგვიგია
კი ,მაგრამ ეგ რაღაა?!
-ეგ რომ ვიცოდე რაღა მიჭირს, წავედი,წავედი.
-აქ რაღაც სერიოზული ამბავია.
ზაქარას ჩვენი დახმარება სჭირდება.
სიკვდილისგან გვიხსნა.
მეგობარი ჭირში გამოიცნობა.უნდა დავეხმაროთ.
-           -არწივი   ავარჯიშებს მართვეებს
გაიღვიძეთ თქვე ძილისგუდებო,რახანია გათენდა-აბა,ვის ახსოვს გუშინ რა ვისწავლეთ/როგორი უნდა იყოს ნამდვილი არწივი?
-ძლიერი,
უშიშარი
თვალებბრიალა
-ყველას შიშს ზარს უნდა სცემდეს.
-მტერი ვერ ერეოდეს
არ ნებდებოდეს მტერს
კარგიაა.აბა,მაშ გავიმეოროთ ლექსი
არწივი ვნახე დაჭრილი ყვავ- ყორნებს ეომებოდა,
ეწადა ბეჩავს ადგომა, მაგრამ ვეღარა დგებოდა,
ცალ მხარს მიწაზე მიითრევს, გულისპირს სისხლი სცხებოდა;
-ვაჰ,დედას თქვენსას ,ყოვებო, ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს გაშლილს .გაფანტულს ველადა.
-მამიკო,არ ჰყავდა მეგობრები    ჩვენს  დაჭრილ პაპას ?
-რატომ მიატოვეს განსაცდელში მარტო მეგობრებმა?
ის რომ მარტო არ ყოფილიყო ხომ ვერ მოერეოდნენ?მართალია ,ჩემო მართვეებო,მარტო იყო და ჩაიგდეს ასე ხელში დაჭრილი.მეგობრებმა რომ მოაკითხეს უკვე გვიანი იყო.დიდხანს ეძებდნენ მეგობრები მის კვალს და როცა მიაგნეს...ეეეხ.კარგი ვაჟაცი იყო ჩვენი პაპა.
ის გვიამბე ,როგორ გაგიშვა გლეხმა და არ მოგკლა მახეში გაბმული.-ეგ დიდი ხნის წინათ იყო,მაშინ ძალიან ახალგაზრდა და ლამაზი ვიყავი ვერ გამიმეტა სასიკვდილოდ.
შენც ხომ სიკეთით უპასუხე  და სამაგიერო სიკეთით გადაუხადე ?
-დაიმახსოვრეთ, სიკეთე უკვალოდ არ ქრება.
-ჩვენც გვინდა სიკეთე ვაკეთოთ,ვუყვარდეთ მეგობრებს.
 -გვინდა ვიყოთ კარგი მეგობრები,
კარგი მეგობრის პოვნა  ძალიან ძნელია. ისე როგორც ოთხფოთოლა სამყურასი.მაგრამ თუ იპოვი ის მუდამ შენთან იქნება .
ირმები
ირმისა,შეხედე რა მინდორზე მოვხვდით,რამდენი ბალახია,რა ანკარა წყაროა.მართლაც ულამაზესი,ადგილია,როგორ მომწყურდა!
რა ლამაზი რქები   გვაქვს ,ხომ მეთანხმები მეგობარო?
-ნამდვილად ასეა.რქებიც ლამაზი გვაქვს და ფეხებიც.
-მართალია წვრილია ,მაგრამ ისე სწრაფად გარბიან, მტერი ვერ გვეწევა.
-გახსოვს რა დაემართა ირემას,ფეხებს რომ იწუნებდა?
-ძალიან მოსწონდა საკუთარი რქები.ფეხებს კი იწუნებდა და რაც დაემართა კარგად ვიცით.
-კი ნანობდა ბოლოს ,მაგრამ რაღა დროს!
-რქები ჩვენი სამკაულია,ფეხები ჩვენი სიამაყეა.
-გაიგე  ზურაბი სკოლაში რომ მისულა ?
-პირველკლასელია უკვე?
-შორიდან როგორ გვითვალთვალებდა ხოლმე ხომ გახსოვს?
-კლასში ჩვენი სურათი უნახავს და გაოცებულა ნაძვები რატომ ამოსვლია ამ ირმებსო -უკითხავს.
-ის კი კარგად  დაუმახსოვრებია როგორ გაიგოს ჩვენი ასაკი.
-შეხედე, რა ქორფა ბალახია ,რა სურნელი აქვს.მიირთვი გემრიელად.
რად წუხდები,ძმობილო მეც ბევრი მაქვს
.მერე რა რომ ბევრი გაქვს ,მინდა რომ გასიამოვნო შენ ხომ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ.

ზაქარა

ირემმა ირემს ბალახი გაუწოდა
ირემმა ირემს ნეტავ რა უწოდა?
მეგობარი,მეგობარიიიიიი
შემოვლენ სხვებიც ზაქარა მივაგენით პასუხს

მეგობრებო, მგონი მეც ამოვიცანი პასუხი.-კარგი მეგობარი ისეთივე   ძნელი საპოვნელია როგორც   ოთხფოთოლა სამყურა.მაგრამ როცა იპოვი სულ შენთან იქნება ,არასოდეს დაგტოვებს მარტო,როგორც თქვენ არ დამტოვეთ მარტო.მადლობა ჩემო მეგობრებო. ახლა   კი  გავფრინდები ჩემს ქეთევანთან  .                                                სიმღერა





ვიწყებთ მზადებას ღონისძიებისთვის.










.





















-

No comments:

Post a Comment