რაც ვისწავლეთ ჯერჯერობით



ანდაზები


1.“ტყულის მოკლე ფეხები აქვსო“
2,ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი“
3’მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შნ“
4 „ხარი ხართან რომ დააბა ან ზნეს იცვლის ან ფერსაო“
5“ფუყე თავთავი თავს მაღლა იწევს, სავსე კი მუდამ თავდახრილიაო“
6’ქვეყანა ღონიერიე თუ კაცი გონიერია“
7“ყველი და პურიო კეთილი გულიო“
8“რაც მოგივა დავითაო,ყველა შენი თავითაო.’
9’ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო.“
10,“ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო“
11.’ვინც მოითმენსო.ის მოიგებსო.“
12.“ქურდს ქუდი ეწვისო“
13.“ქვევრს რასაც ჩასძახებ,იმასვე ამოგძახებსო“
14.“მწარე თუ არ ჭამე ტკბილის გემოს ვერ გაიგებო’
15“ი რემმა ირემს  ბალახი მიაწოდაო’
16 „ნუ უთხრი სხვას ორმოს,თორემ შნ თვითონვე ჩავარდებიო“
17.“მჩხავანა კატა თაგვს ვერ დაიჭერსო“
18მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო“
19“ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო“
20’თოვლი თეთრია,მაგრამ სიცივე დიდი იცისო“
21’ყვავსაც თავისი ბახალა მოსწონსო“
22“მწყერს ერთხელ ეღირსა ხეზე შეჯდომა და მაშინაც შტო მოუტყდაო“
23.“ზამთრის მზე გაზაფხულს ვერ მოიყვანსო’
24“ზაფხული ზამთრის მუშა არისო“




        სიტყვებისა და გამონათქვამების განმარტებები

საგზალი-მგზავრობისას   წასაღები საჭმელი
თვალი შეასწრო---თვალი მოჰკრა,დაინახა
ხმა გაკმინდა --გაჩუმდა
კვეხნა--ტრაბახი
აბუჩად აგდება-დაცინვა,მასხრად აგდება
მუქთამჭამელა-ზარმაცი, უქნარა
გამრჯე-მშრომელი
ზარალი-დანაკარგი
წაკინკლავდნენ-წაიჩხუბნენ
ლაფი-ტალახი
გზა მომეცით-გამატარეთ,გზა დამითმეთ
ფორთხვა-მუცლით სიარული
კორიანტელი-მტვრიანი ქარი
ექო-საკუთარი ხმის გამოძახილი
შესჩივლა-წუხილი გაანდო
გოშია -პატარა ძაღლი
რაინდი-ვაჟკაცი
ჯაგი-       ეკლიანი ბუჩქი
სერი მთის წვედა ნაწილი
გულდასმით-ყურადღებით,საგულდაგულოდ
თვალს ვერ უსწორებდა-თვალებში ვერ უყურებდა,რცხვენოდა
ზნე -ჩვევა
ცალად დარჩენა-მარტო დარჩენა
ჩივილი-წუხილი
მე ამ საქმეში ყბრალო ვარ-უდანაშაულო ვარ
ხიფათი-განსაცდელი,საშიშროება
ხანი-დრო
გავიდა კარგა ხანი-გავიდა დიდი დრო
კარგა ხნის შემდეგ-დიდი ხნის შემდეგ
ბადალი-შესადარი
მისი გული მოიგო-ასიამოვნა
მისი ჯავრი იყარა-გაუსწორდა
ბღუჯა-ძალიან ბევრი,უხვი
ჩახმახი-თოფის ნაწილი
კაჩხა-საკიდი წვრილმანისთვის



                                                        მსგავსი   მნიშვნელობის სიტყვები
თავმომწონე-ამპარტავანი,
ბეჯითი-შრომისმოყვარე,მშრომელი
უვიცი-უსწავლელი,გაუნათლებელი-
ნასწავლი-განათლებული,მცოდნე
გონიერი-ჭკვიანი.
ღონიერი--ძლიერი
ფუყე-ცარიელი,ფშუტე
კვეხნა-ტრაბახი
მკვეხარა-ტრაბახა
ზარმაცი-უქნარა
ერთად შეგროვდნენ-ერთად შეიკრიბნენ
ფიცხლავ -სწრაფად
გონებამახვილი-საზრიანი.
ცრუპენტელა-მატყუარა
მკვირცხლი-სწრაფი
ზანტი-ძალიან ნელი ,დინჯი
უპასუხა-მიუგო
უამბო-მოუყვა
მიუტანა -წაუღო


ონავარი-ცელქი
მოწყენილი-სევდიანი
ხალისიანი-მხიარული
უწყინარი-უვნებელი
ჩუმი-უხმაურო
საწყალი-საცოდავი,საბრალო
გაგულადებული-გათამამებულისარწმუნო-უეჭველი,სანდო
წავიდა-გაეშურა
დაედევნა-გაეკიდა
იხსნა-გადაარჩინა
სძლია-აჯობა
-   საპირისპირო მნიშვნელობის
კარგი-ცუდი
ტყუილი-მართალი
თავმომწონე-თავმდაბალი
გამარჯვება-დამარცხება
ცარიელი-სავსე
განათლებული-გაუნათლებელი
ნასწავლი-უსწავლელი
უვიცი-მცოდნე
უგუნური-გონიერი
დაფიქრებული-დაუფიქრებელი
დაკვირვებული-დაუკვირვებელი
ნელი-სწრაფი
მკვახე-მწიფე
ჩვეულებრივი-გასაოცარი
ნამდვილი-გამოგონილი
გაგულადებული-შეშინებული
სარწმუნო-დაუჯერებელი




 დავიმახსოვროთ როგორ იწერება


ნიავ-ქარი                                                        
აქეთ-იქით
სახლ-კარი
ერთ-ერთი
არც ერთი
ვერც ერთი
დედა-შვილი
აბუჩა
მადლობა გადაუხადა
ბოდიში მოუხადა
არ მინახავხარ(რამდენიმემ უკვე დაიმახსოვრა ეს სწორი ფორმაა)
ჩავიცვამ(და არა ჩავიცმევ)
ახლა(და არა ეხლა)
გავიდა დრო
ცოტა ხანი
კარგა ხანი
ბავშვი ზის,ბავშვები სხედან
თეფში გავრეცხე,ჭურჭლი დავრეცხე
ვაშლი მოვწყვიტე,ხილი დავკრიფე
წიგნი ჩავდე,წიგნები ჩავაწყე
მგელი მოკლა მგლები დახოცა
ფუტკარი ჩავარდა.ფუტკრები ჩაცვივდნენ

No comments:

Post a Comment