მეორეკლასელთა მშობლებს


                        მ  ე ო რ ე კ ლ ა ს ე ლ თ ა   მ შ ო ბ ლ ე ბ ს


    ძვირფასო მშობლებო,  დაიწყო თქვენი შვილების სკოლაში შემოსვლიდან მეორე
წელი და გვინდა გაგაცნოთ, თუ რას მივაღწევთ და რა უნარ-ჩვევებს შევიძენთ ამ
ხნის განმავლობაში.     აგრეთვე, რომელ კულტურულ  ღონისძიებებსა და სხვადასხვა ხასიათის შეხვედრას  მოვაწყობთ, რათა ჩვენი პატარების სასკოლო ცხოვრება ისეთივე სახალისო და საინტერესო გავხადოთ, როგორიც იყო პირველ კლასში.

      ბავშვები  უკვე შეგუებულები არიან  სასკოლო გარემოს და იცავენ:

სკოლის შინაგანაწესს;
საგაკვეთილო და საშინაო სამუშაოს შესრულების წესებს;
წელს ვეცდებით, კიდევ უფრო გავუღრმაოთ და ჩამოვუყალიბოთ:
სოციალური უნარები(მეგობრულობა, თანამშრომლობა, კომუნიკაბელურობა);
ჯგუფურ და სოციალურ პროექტებში მონაწილეობის უნარ- ჩვევები;
მზრუნველობა სასკოლო გარემოსა და ნივთებზე;         
რაც შეეხება, საპროგრამო მასალას   მე -2 კლასის ბოლოს შეძლებენ:
მოისმინონ და გაიგონ ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება:

შინაარსის თხრობით გადმოცემა;
მსჯელობა და საკუთარი აზრის გამოხატვა;
პერსონაჟების დახასიათება და მათი საქციელის შეფასება;
წერილობით შეძლებენ მცირე ზომის ტექსტის შექმნასა და ძირითადი გრამატიკული ელემენტების გამოყენებას;
შეკრება-გამოკლებას 100-ის ფარგლებში;
გაორმაგება-განახევრებას, უცნობი რიცხვის პოვნას, შედარებას , ამოცანების ამოხსნას ,გეომეტრიული ფიგურების ამოცნობასა და ნახაზის შესრულებას;
სააზროვნო უნარებზე გათვლილი ამოცანების ამოხსნას;
ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების გარჩევას და მათ აღწერას;
მცენარეთა და ცხოველთა სხეულის ძირითადი ნაწილების აღწერას;
სეზონური მოვლენების დახასიათებას.
პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხო ქცევის წესების დაცვასა და გარემოზე ზრუნვას;
ინგლისურად სოციალური ურთიერთობებისა და ინფორმაციის გაცვლას;
ფანტაზიისა და თემატიკის მიხედვით ნამუშევრების შექმნას;
სხვადასხვა მუსიკალური ნაწარმოების ამოცნობასა და ჟანრისადმი მიკუთვნებას;
ჭადრაკის თამაშსა და მარტივი საჭადრაკო ამოცანების შესრულებას;
სხვადასხვა სპორტულ, ჯგუფურ თამაშებში მონაწილეობას.

განუმტკიცდებათ შრომითი უნარ-ჩვევები და რაც მთავარია, გაუმყარდებათ
სწავლისადმი ინტერესი.
სწორად იმეტყველებენ, ლოგიკურად იაზროვნებენ და დაეუფლებიან პრეზენტაბელურობის უნარს.
ყურადღებას მიაქცევენ დროის მენეჯმენტს და შეძლებენ შეზღუდულ დროში შეასრულონ მითითებული სამუშაო.
     მოსწავლეთა მოტივაციისა და ინტერესის გასაღვივებლად, ასევე მათი სოციალიზაციისა და შემეცნებისათვის, მოვაწყობთ სხვადასხვა ღონისძიებას:
     
სკოლა-ლიცეუმ "პრომეთეს" მეორე  კლასის 2017-2018 სასწავლო წლის პროგრამა მინიმუმი
თვე დასახელება აღწერილობა
სექტემბერი
  ექსკურსია
21.09.2017 მშვიდობის  საერთაშორისო დღე "დახატე მშვიდობა"
ოქტომბერი
  ექსკურსია მუზეუმი
  შეხვედრა თავდაცვასთან
  გასვლა ქარხანაში (მარნეული სავარაუდოდ)
ნოემბერი
  რთველი პრომეთეში ფოტო კონკურსი "შემოდგომის პეიზაჟი"
  უმცროსი ბიზნესმენი ვსაუბრობთ ბიზნესზე
14.11.2017 ასტრიდ ლინდგრენის დღე
  შეხვედრა მსახიობთან/მხატვართან
დეკემბერი
1-5.12.17 შესამოწმებელი წერები ქართულსა და მათემატიკაში
  თხზულებების ფესტივალი
  ნაძვის ხეების კონკურსი გამოფენა -კონკურსზე ექსპონატების გატანა
  საახალწლო კარნავალი
იანვარი შეხვედრა მწერალთან/რეჟისორთან
თებერვალი
კარნახი
ვიქტორინა
21.02.2018 კითხვის ფესტივალი მშობლიური ენის დღე
მარტი
  დასკვნითი ღონისძიება დედების და ქალთა დღისთვის მიძღვნილი
  ღია საჩვენებელი გაკვეთილი ბუნება
  ნორჩი მებაღეები გარდენია ან/და თესლის ჩარგვა და პატრონობა.
აპრილი
6-7.04.2018 სპორტული შეჯიბრებები სპორტის და ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეებთან დაკავშირებით
14.04.2018 კალიგრაფიის ფესტივალი
04.04.2018 პროექტი უპატრონო ცხოველების საერთაშორისო დღე
22.04.2018 დედამიწის საერთაშორისო დღე დედამიწისადმი მიძღვნილი ღონისძიება
მაისი
  შესამოწმებელი წერები ქართულსა და მათემატიკაში
15.05.2018 მშობლების მოწვევა ოჯახის საერთაშორისო დღე
  კითხვის ფესტივალი
  ბოლო ზარი
ივნისი
01.06.2018 ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
წლის მანძილზე თეატრი
წლის მანძილზე მწერალთა დღეები
წლის მანძილზე გარემოს დაცვა
წლის მანძილზე მუზეუმები და გამოფენები
წლის მანძილზე წარმატებული პრომოეთელი
წლის მანძილზე სამოტივაციო აქტივობები
 
დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგება და ერთად ვიზრუნებთ ჩვენი პატარების წარმატებაზე.

No comments:

Post a Comment