პირველკლასელთა მშობლებს

პ ი რ ვ ე ლ კ ლ ა ს ე ლ თ ა    მ შ ო ბ ლ ე ბ ს



    ძვირფასო მშობლებო, გავიდა თქვენი შვილების სკოლაში შემოსვლიდან პირველი
წელი და გვინდა გაგაცნოთ, თუ რას მივაღწიეთ და რა უნარ-ჩვევები შევიძინეთ ამ
ხნის განმავლობაში.
      პირველ რიგში, ბავშვებმა წარმატებით გაიარეს ადაპტირება სასკოლო გარემოსთან.
ისწავლეს:
·         ქცევის წესები;
·         ურთიერთობები თანაკლასელებსა და პედაგოგებთან;
·         ზრდილობიანი მიმართვის ფორმები;
·         ჯგუფურ და სოციალურ პროექტებში თანამონაწილეობა.          
   კარგად აითვისეს 1-ლი კლასისათვის განკუთვნილი საპროგრამო მასალა.
შეუძლიათ:
·         თვლა-ანგარიში და ამოცანების ამოხსნა;
·         შინაარსის თხრობით გადმოცემა;
·         მსჯელობა და საკუთარი აზრის გამოხატვა;
·         პერსონაჟების დახასიათება და მათი საქციელის შეფასება;
·         ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების გარჩევა და მათი აღწერა;
·         ინგლისურად სოციალური ურთიერთობები და ინფორმაციის გაცვლა;
·         ფანტაზიის მიხედვით ნამუშევრების შექმნა;
·         სხვადასხვა მუსიკალური ნაწარმოების ამოცნობა და ჟანრისადმი მიკუთვნება;
·         ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული  ძირითადი  ცნებებისა  და ოპერაციების გაცნობიერება და გამოყენება;
·                     სხვადასხვა სპორტულ, ჯგუფურ თამაშებში მონაწილეობა.

გამოიმუშავეს მარტივი შრომითი უნარ-ჩვევები და რაც მთავარია, გაუჩნდათ
სწავლისადმი ინტერესი.
მიეჩვივნენ სწორ მეტყველებას და მარტივ ლოგიკურ აზროვნებას.
სკოლის დირექცია და პედაგოგები ვზრუნავდით, რომ სასწავლო პროცესი უფრო
საინტერესო გაგვეხადა ბავშვებისათვის. ამ მიზნით მოეწყო ღონისძიებები:
·         ,,შეხვედრა ანბანთან“;
·         ასტრიდ ლინდგრენის იუბილე;
·         შემოდგომის კუთხე;
·         საახალწლო კარნავალი.
პერიოდულად ესწრებოდნენ ლიტერატურული  თეატრის სპექტაკლებს.
პროექტის „ვეცნობით პროფესიებს“ ფარგლებში მოეწყო შეხვედრები:
·         სტომატოლოგთან;
·         პედიატრთან;
·         პოლიციელთან.
პროექტის ,,აწარმოე საქართველოსთვის“ გაცნობის მიზნით, ვესტუმრეთ ნაყინის ქარხანა ,,თოლიას“.
ჩავატარეთ საგაზაფხულო ღონისძიებები და მოვაწყვეთ ექსკურსიები.
ჩვენი დიდი თხოვნა იქნება ეს ზაფხული ბავშვებმა სუფთა ჰაერზე გაატარონ და იმეგობრონ წიგნებთან. გიგზავნით თქვენი შვილის ასაკისათვის რეკომენდირებული მხატვრული ლიტერატურის
ჩამონათვალს:
·         ქართული ხალხური ზღაპრები;
·         ი. გოგოებაშვილის მოთხრობები;
·         შარლ პეროს „ წითელქუდა“,  „ჩექმებიანი კატა“, „კონკია“;
·         ასტრიდ ლინდგრენის   „პეპი გრძელი წინდა“, „სახურავის ბინადარი კარლსონი’’,
„ლოტა აურზაურის ქვეყნიდან’’;
·         ანდერსენის  „საზიზღარი იხვის ჭუკი“;
·         ოტია იოსელიანის  „დაჩის ზღაპრები“;
·         არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი“.

მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის!
გილოცავთ სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას და გისურვებთ არდადეგების ნაყოფიერად გატარებას.


პატივისცემით,

ლელა ზვიადაური                                                                                         31.05.2017

No comments:

Post a Comment