იმიტირებული მოგზაურობა საქართველოს კუთხეებში

    გაკვეთილის დაგეგმვისას ფიქრობ,როგორ გახადო ის  საინტერესო,სახალისო, შემეცნებითი. რა აქტივობები გამოიყენო  ამა თუ იმ  კონკრეტული უნარ-ჩვევის  გასავითარებლად.მითუმეტეს თუ ტექსტი საინფორმაციოა  და შესაძლოა მოსწავლეების მოტივაცია არ იყოს მაინცდამაინც მაღალი.   

  ვიცი, რომ "საქართველოს კუთხეებს" რომ წაიკითხავენ, ,იმუშავებენ საქართველოს რუკაზე.დაწერენ თავიანთ კუთხეზე,  ტრადიციებზე,"მოიწვევენ"სტუმრად უცხოელ მეგობარს და "დაათვალიერებინებენ"საკუთარ კუთხეს, მის ღირშესანიშნაოებებს ,გააცნობენ სამზარეულოს" ..

 კიდევ რაღაც მინდა.მინდა ყველაფერი ეს თამაშით ისწავლონ,რომ დიდხანს ახსოვდეთ ეს გაკვეთილი . მინდა შემოქმედებითი,სახალისო გაკვეთილი ,სადაც წარმოსახვით ,ლოგიკურად თხრობის,მსჯელობის უნარ-ჩვევებს კიდევ უფრო განიმტკიცებენ. 


დღემდე ტკბილად მახსოვს დეიდასთან გატარებული ბავშვობა.მთაში ვატარებდით ზაფხულის არდადეგებს და საათობით შემეძლო დურბინდით დამეზვერა "მეზობელი სოფელი"  პირველად რომ გავიხედე დურბინდით,ის ემოციაც მახსოვს,    ჩემთან როგორ ახლოს იყვნენ    სახლები,მწვერვალები.. დავდიოდი აღმა-დაღმა,დამქონდა ჩემი დეიდას მეუღლის დურბინდი და შთაბეჭდილებებს ვაგროვებდი. 

-დურბინდი თუ გაქვთ რომელიმეს სახლში?-ვკითხულობ  და პასუხის მოლოდინში  ვარ. რატომღაც მჯერა ,პასუხი იქნება:-არა,მასწავლებელო!" შევცდი,დურბინდიც აქვთ,კომპასიც და  სხვა საჭირო რესურსიც რაც ხვალ დაგვჭირდება "სამოგზაუროდ" 

მეორე დღეს საქართველოს კუთხეების დასალაშქრად მომზადებულები   მოვიდნენ  და  დაიწყო; ვიმოგზაურეთ იმერეთში,კახეთში ,სამეგრელოში...

-მე ვხედავ ყვირილას- გვეუბნება საბა-აი,აქ დუმალა ჩამოედინება,რა ლამაზი ეზოაა,-სახლს ვხედავ, ცოლი ქმარს ხაჭაპურს უცხობს-იცინიან.

-მშობლებს ბავშვები წიწვოვან ტყეში ჰყავთ, აი,მდინარე სურამულაც-ამბობს ნანიკო.

-აქ კუნელი,ეკლიანი ბუჩქები,ძროხები და დიდი ტყეა-მარიამი წაღვერშია.

-მე უფლისციხეს  და  მტკვარს  ვხედავ-ამბობს ელენე .

გეგა აბასთუმნის ტყეზე და მის სილამაზე გვიამბობს.   აგერ ,კოდალა  და  ციყვიც დაინახა..

-რა ლამაზია ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი, დევებიც აქ არიან- იცინის ნინიკო.დევების ხსენებაზე ბავშვების რეაქცია ცალკე მოსაყოლია.

 - ამ ადგილებში აღმოუჩენიათ  გიგანტური ძვლები,რომელიც მითოლოგიურ არსებებს ,დევებს  ეკუთვნის--გვიხსნის ნინი , თან თავის დიდ  და ლამაზ თვალებს აბრიალებს.

როგორ გაუხარდა,როდესაც გაიგო,რომ ნიკოლოზიც მისი სოფლიდან ყოფილა.

-დადიხარ მდინარეზე საბანაოდ? სპორტულ დარბაზში ყოფილხარ?-ეკითხება  თუ არ ყოფილხარ გირჩევ წახვიდე,იცი,რა კარგია?  -თვალები უციმციმებს.


როგორ მინდა სულ ასე უციმციმებდეთ თვალები,ასეთი ლაღები იყვნენ სულ.