რესურსი და ტექტსის შექმნა

როდესაც ნიკამ გვახარა ,ბიძამ ორი კუ მომიყვანაო,შევთავაზე ხომ არ "გააცნობდა "საყვარელ ცხოველებს თანაკლასელებს,ნიკას სიხარულისგან რა თქმა უნდა ,სახე გაუბრწყინდა.ტრანსპორტირების საქმე ადვილად მოაგვარა ნიკას  დედიკომ,რომელსაც კუების "პრომეთეში მოგზაურობა"-როგორც შემდეგ ბავშვებმა ტექსტს დაარქვეს სათაურად, ხუმრობა ეგონა.

მეორე დილით ჩვენმა ორმა კუმ დროებით დატოვა საკუთარი თავშესაფარი  და    ქილით მობრძანდნენ  სკოლაში. დერეფანში ჟრიამული დადგა ,ბავშვები ერთმანეთს არ აცდიდნენ ,ვინ პირველი დაინახავდა წყალში მოლივლივე კუსას და მუსას-სახელებიც ექსპრომტად მოიფიქრეს.

კლასიდან კლასში იმოგზაურეს ჩვენმა საყვარელმა კუებმა .არავინ დავტოვეთ გულნატკენი და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს -ალბათ როგორ შეიფერეს ქილის ბინადრებმა.

გაჩნდა იდეა დაეწერათ ამბავი ორ კუზე,რომლებმაც "პრომეთეში იმოგზაურეს".




No comments:

Post a Comment