ფანტაზიის სტიმულირებისთვის,შემოქმედებითი და წერითი უნარების განვითარებისთვის პერიოდულად ვიყენებ ამ მეთოდს,რომელსაც შეიძლება"მასწავლებელი კალამიც ' ვუწოდოთ.
გაკვეთილის თემიდან გამომდინარე,გონებრივი იერიშის , პროვოცირების მიზნით ვასახელებ სიტყვას,ვწერ დაფაზე მოცემულ სიტყვას ვერტიკალურად და ბავშვებს ვთხოვ მოიფიქრონ წინადადებები ამავდროულად ეს წინადადებები აზრობრივად ერთმანეთს უნდა უკავშირდებოდეს.შეიძლება შედგეს პატარა ამბავიც.
მაგ.გუშინ სანამ ავხსნიდი ახალ გაკვეთილს ( ხალხური ზღაპარი "ძაღლი") დაფაზე დავწერე ბავშვებმა კი ასე განაგრძეს:
ძაღლი ადამიანის ერთგული მეგობარია.
ადამიანს ძალიან უყვარს ის.
ღამით ძაღლი დარაჯობს პატრონის ეზოს.
ლეკვი ჰქვია,სანამ გაიზრდება.
ისინი პატარებიც და დიდებიც ადამიანის ერთგულები არიან.
შეიძლება დავწეროთ ნებისმიერი სიტყვა,მთავარია ამ სიტყვამ ბავშვებში ინტერესი გამოიწვიოს.
მოცემული აქტივობა ბავშვებს ახალისებს ყველა ერთვება პროცესში,იციან,რომ ყველას აზრი მისაღებია,არიან ლაღები,ხდებიან პატარა მწერლები.
ვისაც სურს,რომ ამბავი გააფორმოს ხატავს, თუმცა თუ ამ აქტივობას ახალი გაკვეთილის ახნამდე ვიყენებთ მაშინ ჯობს ამბავი ხატვის გაკვეთილზე დაასურათონ.
No comments:
Post a Comment